News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

დაბინძურებული ჰაერი რამდენიმე თაობის რეპროდუქციულ სისტემას ანადგურებს

გარემოს დაბინძურებული ნივთიერებები ტვინის განვითარების პროცესის ცვლილებას იწვევს. შედეგად შეიძლება დაზარალდეს რამდენიმე თაობის სქესობრივი განვითარება და ფერტილობა.

ლიეჟის უნივერსიტეტის თანამშრომლები ორსულ და ლაქტაციის პერიოდის თაგვებზე ახდენდნენ ნაერთების ნარევის ზემოქმედების დაკვირვებას. ამან გამოიწვია პატარა თაგვების სქესობრივი განვითარებისა და დედა თაგვების ქცევის ცვლილება. აღნიშნული გადახრა რამდენიმე თაობას გადაეცემოდა.

ექსპერტებმა გააანალიზეს მღრღნელების სამი თაობის სქესობრივი განვითარება. პირველ და მეორე თაობაში დაბადებულ მდედრებს აღენიშნებოდათ საკუთარი შვილების მოვლის ქცევის დარღვევები.

მეორე და მესამე თაობის მდედრებს დაუგვიანდათ სქესობრივი მომწიფების პერიოდი, შეეცვალათ რეპროდუქციული ციკლი და აღენიშნებოდათ საკვერცხის ფოლიკულის ანომალიური განვითარება, რაც მათ ფერტილობაზე აისახა.

აღნიშნული ცვლილებები გამოწვეული იყო ტვინში გენების ექსპრესიით, რომელიც სასქესო ჰორმონების რეგულირებასთანაა დაკავშირებული.

სპეციალისტები ალკოჰოლის ცხელ ჩაისთან მიღებას არ გვირჩევენ

mkurnali.ge

ასეთი ერთობლიობა ადამიანისთვის საშიშია. ალკოჰოლის მცირე დოზების ჩაისთან ერთად მიღება ორგანიზმისთვის მავნე არ არის. არსებობს გლინტვეინის მომზადების, ასევე ჩაის კონიაკთან, რომთან, ლიქიორთან და ნაყენებთან ერთად მიღების უამრავი რეცეპტი. ამას გარდა, ნაბახუსევზე ჩაის მიღება გამოფხიზლებაში შეიძლება დაგვეხმაროს, რადგანაც ის შეიცავს კოფეინს, რომელსაც მასტიმულირებელი მოქმედება აქვს.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მაგარ ალკოჰოლურ სასმელს დავაყოლოთ ახალი დაყენებული შავი ან მწვანე ჩაი. მაგალითად, არაყი ჩაისთან ერთად ძლიერი დარტყმა იქნება გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის. ჩაის შემდეგ ადამიანს შეიძლება გაუხშირდეს გულისცემა და აეწიოს არტერიული წნევა. თუ ადამიანს გააჩნია გულ-სისხძარღვთა სისტემის დაავადებები, ამგვარი ერთობლიობა კატეგორიულად უკუნაჩვენებია. თუმცა, გულით დაავადებულთათვის სპირტიანი სასმელები საერთოდ არ შეიძლება.