News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

მობილურ ტელეფონებს ყურის ინფექციების დიაგნოსტირება ასწავლეს

ვაშინგტონის უნივერსიტეტში სმარტფონებისათვის EarHealth შექმნეს მობილური აპლიკაცია, რომელსაც სახლის პირობებში ყურის ინფექციური დაავადებების გამოვლენა შეუძლია. აპლიკაციაზე მუშაობისას მეცნიერებმა გააანალიზეს ათასობით ავადმყოფობის ისტორია ტესტირების ალგორითმის შესაქმნელად.

განვითარებული ინფექციის ძირითადი მარკერია შუა ყურის მიდამოში სითხის დაგროვება. ახლა სითხის არსებობის განსაზღვრა შესაძლებელი იქნება ტელეფონით. ამისათვის საჭიროა ქაღალდს მივცეთ ძაბრის ფორმა, რომლის ყელიც წებოვანი ლენტით მიმაგრებული იქნება სმარტფონის ქვედა ნაწილზე. ძაბრის ფუძე სასმენი არხის უშუალო სიახლოვეს უნდა მოთავსდეს.

EarHealth აპლიკაცია გენერირებს უწყვეტ ხმოვან სიგნალს, რომლის ხანგრძლივობა 150 მილწამია, ხოლო სიხშირე ჩიტების ჟღურტულის მსგავსია. სიგნალი დაფის აპკიდან აირეკლება, რასაც იჭერს მობილური ტელეფონი.

თუ შუა ყურში არის სითხე, არეკლილი ხმოვანი ტალღის სიხშირე იცვლება. ამგვარად დასმული დიაგნოზის სიზუსტე 85%-ს შეადგენს.

ბროკოლი კიბოს საწინააღმდეგო აგენტის წყარო აღმოჩნდა

mkurnali.ge

კერძო კვლევითი ცენტრი Intonation Research Labratories Pvt Lmt და სამედიცინო ცენტრი Beth Israel Deaconess ერთობლივად მუშაობდნენ ბროკოლისა და სხვა მცენარეების ბუნებრივ შენაერთებზე. მეცნიერების განმარტებით, ამ ნაერთებს შეუძლიათ სიმსივნის განვითარების დათრგუნვა.

აღსანიშნავია, რომ ბროკოლის, ყვავილოვანი, ბრიუსელის კომბოსტოს საკვებად გამოყენებას დიდი ხანია უკავშირებენ კიბოს განვითარების რისკის დაქვეითებას. ახალი კვლევით გამოვლინდა მოლეკულა, რომელიც WWP1 გენის ინაქტივაციას ახდენს.

სწორედ ეს დგას კიბოს საწინააღმდეგო მოქმედების უკან. ლაბორატორიულ ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ბროკოლიში შემავალი ნაერთების ზემოქმედებით კიბოს უჯრედების აქტივობა ითრგუნება. ახლა მეცნიერებმა მისი პოტენციალი ადამიანებზე უნდა გამოსცადონ.