რატომ არის საქართველოში სუსტი პირველადი ჯანდაცვა და რა არის ხელმისაწვდომობის მთავარი ბარიერი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არის საქართველოში სუსტი პირველადი ჯანდაცვა და რა არის ხელმისაწვდომობის მთავარი ბარიერი

დაკვეთით ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს პირველადი ჯანდაცვის (პჯდ) სისტემის სიტუაციური ანალიზი - პრობლემების, ბარიერებისა და გამოწვევების, ასევე საჭიროებების იდენტიფიცირება. კვლევა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით დამოუკიდებელმა ექსპერტმა შერეული მეთოდების გამოყენებით ჩაატარა.

კერძოდ, პირველ ეტაპზე ჩატარდა ლიტერატურის მიმოხილვა, ხოლო მეორე ეტაპზე - თვისობრივი კვლევა, რომელიც მოიცავდა ჩაღრმავებულ, ნახევრად-სტრუქტურირებულ ინტერვიუებს პირველადი ჯანდაცვის მონაწილე მხარეეებთან, ექსპერტებთან და ჯგუფურ ინტერვიუებს („ფოკუს ჯგუფები“) ოჯახის ექიმებთან.

აღნიშნული კვლევის მთავარი კითხვა იყო - რატომ ვერ განხორციელდა საჭირო ცვლილებები ქვეყნის პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მრავალი წლის განმავლობაში, რა ხელისშემშლელი ბარიერები არსებობს და როგორ შეიძლება მათი გადალახვა?

კვლევის თანახმად გაირკვა, რომ მთავარი ბარიერი არის პოლიტიკური ნების არარსებობა, ის, რომ პირველადი ჯანდაცვის განვითარებას/გაძლიერებას არ მიენიჭა უმაღლესი პრიორიტეტი და არ მოექცა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისათვის მნიშვნელოვანი ამოცანების სათავეში. ჯანდაცვის სისტემის აქცენტები ძირითადად გადატანილია სტაციონარულ სექტორზე, რომელიც თითქმის მთლიანად განკერძოებულია და მოგებაზეა ორიენტირებული.

„სწორედ ეს წარმოადგენს მთავარ გამოწვევას - საერთაშორისოდ აღიარებული მტკიცებულებები კარგად აჩვენებს, რომ ჯანდაცვის სისტემის კომერციალიზაცია საფრთხის ქვეშ აყენებს პჯდ სერვისების ხელმისაწვდომობას და თანასწორობას, ასევე მანამდე მიღწეული პროგრესის უკუშექცევას იწვევს. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ამჟამად შექმნილი ვითარება ნათლად ადასტურებს ამგვარ მოსაზრებას. არსებული დილემის დასაძლევად უმთავრესია პოლიტიკური ნების გაჩენა და მისი მკაფიო მანიფესტირება“, - წერია კვლევაში.

დასკვნის თანახმად, აღსანიშნავია, რომ 2020 წლამდე თვეებია დარჩენილი და 2014-2020 წლების საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სახელმწიფო კონცეფცია - „საყოველთაო ჯანდაცვა და ხარისხის მართვა პაციენტთა უფლებების დასაცავად“ - პჯდ-თან დაკავშირებული მიზნების შესრულების ალბათობა ძალზე დაბალია, უმეტეს შემთხვევებში კი საერთოდ გამორიცხულია. პირველადი ჯანდაცვის რეფორმირებას სჭირდება კომპეტენტური გუნდი, ცალკე ერთეული, რომელიც იქნება ამ საკითხზე პასუხისმგებელი და გაუწევს კოორდინაციას.

„საჭიროა გაძლიერდეს სახელმწიფოს როლი, როგორც ხარისხის მაკონტროლებლის, მარეგულირებლის პირველად ჯანდაცვაში. უნდა განისაზღვროს პჯდ დაფინანსება იქნება შედეგებზე თუ შესრულებაზე დაფუძნებული (results-based თუ performance-based). ამასთანავე, ჯანდაცვის სამინისტრომ საჭიროა შეიმუშავოს პირველადი ჯანდაცვის შესრულების ინდიკატორები, პროფესიული ასოციაციებისა და პირველადი ჯანდაცვის აქტორების აქტიური მონაწილეობით. შესრულების ინდიკატორების მონიტორინგისთვის საჭიროა შესაბამისი რესურსი/სიმძლავრე ნაციონალურ და სუბ-ნაციონალურ დონეებზე. ამჟამად არც ჯანდაცვის დეპარტამენტში და არც რეგულირების სააგენტოში, ასეთი სიმძლავრის ადამიანური რესურსი არ არსებობს. საჭიროა ამ სპეციალისტების, როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი გაზრდა.

რაც მთავარია, სახელმწიფომ დაფინანსების სისტემით და შესაბამისი რეგულაციებით უნდა უზრუნველყოს არასწორი მოტივატორების გაუქმება და სწორი მოტივაციის შექმნა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის, რომ სწორად იქნას აღქმული და გატარებული პროვაიდერების და ექიმების მიერ „სისტემის მეკარიბჭის“ როლი, სათემო პრინციპის გაძლიერება, პრევენციაზე და ჯანმრთელობის ხელშეწყობაზე აქცენტის გაზრდით. პარალერულად აუცილებელია არასაჭირო რეფერალების, ზედმეტი კვლევების, პოლიპრაგმაზიის შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანა და დაავადებების დროულ გამოვლენათა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა.

აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს უწყვეტი პროფესიული განათლების სავალდებულო სისტემის დანერგვა პჯდ სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. მნიშვნელოვანია, ოჯახის ექიმის სპეციალობაში უწყვეტი სამედიცინო განათლების სახელმწიფო დაფინანსების უზრუნველყოფა, რაც გაზრდის ექიმების მოტივაციას მიიღონ აქტიური მონაწილეობა აღნიშნულ აქტივობებში. ამავე დროს, მონიტორინგი უნდა გაეწიოს უწყვეტ პროფესიული განვითარებასა და მიწოდებული მომსახურების ხარისხს (კლინიკური შეფასება, ისტორიების ანალიზის შედეგად პრობლემური სფეროების შეფასება, ექიმებისთვის ინფორმაციის განახლება და ა.შ).

კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სოფლის ექიმების პროგრამის არსებული დიზაინი და მათზე ხელმისაწვდომობის საკითხი. სოფლის ექიმების მოტივაციას ვერ უზრუნველყოფს სისტემის არსებული მოწყობა და ანაზღაურების მექანიზმები. იმისათვის, რომ ოჯახის ექიმმა სრულფასოვნად შეასრულოს თავისი მოვალეობები საჭიროა ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება, არ გააჩნდეს სხვა სამსახურების შეთავსების აუცილებლობა, იყოს მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული. სოფლის ექიმების საბაზისო ანაზღაურებას უნდა დაემატოს შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების სქემები, რომელიც მოიცავს სამუშაოს შესრულების შეფასებისთვის გაზომვადი ინდიკატორების შერჩევას ფოკუსით იმუნიზაციაზე, ნეონატალურ და პოსტნატალურ მზრუნველობაზე, სკრინინგზე, კარდიო-ვასკულური რისკების შემცირებაზე, ოჯახის დაგეგმვზე, და ა.შ. აუცილებელია ანაზღაურების ამ სქემებში ექთნების ჩართვაც!

ნათლად არის გამოკვეთილი სუბნაციონალურ დონეზე ჯანდაცვის მიმართულებით მმართველობის გაძლიერების საჭიროება. საჭიროა მუნიციპალური და რეგიონული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურების ჩართულობის გაზრდა, მათი როლის გაძლიერება პირველადი ჯანდაცვის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის საკითხებში. ამჟამად, მუნიციპალური თუ რეგიონალური სამსახურების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი იცნობს პირველადი ჯანდაცვის პრობლემებს და ჩართულია მათ მოგვარებაში. არადა, ყველაზე მეტად სწორედ მათ ინტერესებში უმდა შედიოდეს ადგილებზე ძლიერი პირველადი ჯანდაცვის სამსახურების არსებობა“, - წერია კვლევის შედეგებში.

აღნიშნულ კვლევას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.