რა გახდა 19 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი ცხვირის ძგიდის ოპერაციაზე? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

რა გახდა 19 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი ცხვირის ძგიდის ოპერაციაზე?

რა გახდა 19 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი ცხვირის ძგიდის ოპერაციაზე?
19 წლის გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი გახ­და, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მში ნო­ვო­კა­ი­ნის შეყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გან­ვი­თარ­და - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" რუს­თა­ვის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ და­ვით გო­გო­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე პა­ცი­ენტს მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე შე­სა­ბა­მი­სი სინ­ჯი ჩა­უ­ტარ­და და შე­დე­გე­ბი ოჯა­ხის წევ­რებ­საც გა­აც­ნეს.

სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნას რე­ა­ნი­მი­რე­ბას 9 სა­ა­თი ცდი­ლობ­დნენ, მაგ­რამ მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

"სამ­წუ­ხა­რო შემ­თხვე­ვა მოხ­და. გარ­და­იც­ვა­ლა 19 წლის გო­გო­ნა... გეგ­მურ ოპე­რა­ცი­ა­ზე, ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე. ანეს­თე­ზი­ის შეყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გან­ვი­თარ­და მძი­მე ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი. მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გო­გო­ნას გა­მოყ­ვა­ნა ვერ მო­ხერ­ხდა მი­უ­ხე­და­ვად დიდი მცდე­ლო­ბი­სა.

ოპე­რა­ცია და­წყე­ბუ­ლი არ
იყო, წი­ნას­წარ სინ­ჯი რა თქმა უნდა, გა­კეთ­და. ოჯა­ხის წევ­რებ­მაც იცი­ან, რომ გა­კეთ­და. ნა­ხეს თვი­თო­ნაც, რომ არა­ფერ­ზე რე­აქ­ცია არ ჰქონ­და. სინ­ჯის შე­დე­გებს ვაჩ­ვე­ნებთ ხოლ­მე ყო­ველ­თვის ოჯა­ხის წევ­რებს.

არ არ­სე­ბობს გა­რან­ტია, რომ შოკი არ გან­ვი­თარ­დე­ბა. ამის გა­რან­ტია რომ არ­სე­ბობ­დეს, ეს და­ა­ვა­დე­ბა არ იარ­სე­ბებს სა­ერ­თოდ. მე ექი­მის გა­დაც­დო­მას
ვერ ვხე­დავ. დიდ­ხანს გაგ­რძელ­და რე­ა­ნი­მა­ცია, შე­დე­გიც იყო შუ­ა­ლედ­ში, მაგ­რამ ვე­ღარ გა­უძ­ლო ორ­გა­ნიზ­მმა და სა­ბო­ლო­ოდ გული გა­ჩერ­და...

უშუ­ა­ლოდ ნო­ვო­კა­ი­ნის შეყ­ვა­ნა­ზე და­ე­წყო შოკი. პირ­და­პირ ნემ­სის შეყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე და­ი­წყო ეს ამ­ბა­ვი. პირ­ვე­ლი­ვე წვე­თი­დან. და­ახ­ლო­ე­ბით 10 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და ეს ამ­ბა­ვი", - გა­ნა­ცხა­და და­ვით გო­გო­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, 19 წლის გო­გო­ნა, რო­მელ­საც რუს­თა­ვის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ცხვი­რის ოპე­რა­ცია უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე, ნარ­კო­ზის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
კატეგორიის სხვა სტატიები
და­ა­ვა­დე­ბებ­სა და მათ გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა არას­დროს ყო­ფი­ლა ისე­თი მარ­ტი­ვი, რო­გორც დღე­საა,
ავსტრალიური პროდუქცია მსოფლიო მასშტაბით იყიდება, მათ შორის, საქართველოშიც. მთავარი მიზეზი იმისა,
"ნატურავერდეს" ბიოკოსმეტიკა უკვე საქართველოშია - "ავერსი" იტალიური ბრენდის პროდუქციას გთავაზობთ.
"ნიუ ჰოსპიტალსში" ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი გაიხსნა
ინდოეთში ქორწილის დროს ტრაგედია მოხდა: მექორწილეები წყალსაცავის ხიდიდან მაშინ გადაცვივდნენ,
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად