"სამივე სავარძელში გარდაცვლილი ნახეს..." - რა მოხდა ზესტაფონში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"სამივე სავარძელში გარდაცვლილი ნახეს..." - რა მოხდა ზესტაფონში

მეზობლები ტრაგედიის ერთ-ერთ ვერსიად წყლის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვას ასახელებენ.

ადგილობრივების თქმით, ახლაგაზრდა ქალი მეუღლესთან გაშორებული იყო და მცირეწლოვან შვილებთან ერთად ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა. შვილების ასაკი კი - 2 და 4 წელი იყო.

"დილიდან რომ არ გამოჩნდნენ, ახლობლებმა მოკითხეს. ბინაში, მეორე სართულზე ფანჯრიდან შევიდნენ და სამივე გარდაცვლილი იყო" - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.

გარდაცვლილი 25 წლის მირანდა სხილაძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემიდან იყო.

წაიკითხეთ:

რატომ იწამლებიან გაზის გამათბობლით და რა უნდა ვიცოდეთ, ეს რომ არ დაგვემართოს!

"2 კვირის გადმოსული იყო ზესტაფონში ქირით... მანამდე სოფელში ცხოვრობდა, მშობლებთან ერთად... გადაწყვიტა ქალაქში წამოსულიყო და რაიმე საქმით დაკავებულიყო, მაგრამ არ დასცალდა... დღეს მთელი დღე ურეკავდნენ მშობლები, მაგრამ რომ არ უპასუხა შემდეგ მისმა სიძემ მოახერხა ფანჯრიდან გადასვლა და ეს ამბავი დახვდა... სამივე, დედაც და შვილებიც სავარძელში გარდაცვლილი ნახეს... როგორც ჩანს, საღამოს ტელევიზორს უყურებდნენ " - ამბობს ჩვენთან საუბარში გარდაცვლილი გოგონას ნათესავი.

ადგილზე პოლიცია და "სოკარ გაზის" წარმომადგენლები იმყოფებიან. მათი თქმით, ამ ეტაპზე ბინაში არსებული გამათბობლის შემოწმება არ მომხდარა და ოფიციალურ კომენტარს ვერ გააკეთებენ.

mkurnali.ge