News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

უჩვეულო რენტგენით სიმსივნის მოძებნა იქნება შესაძლებელი

პორტატული რენტგენის აპარატი შეიძლება კიბოს განვითარების ადრეული ნიშნების გამოსავლენად გამოიყენონ. მაგრამ იგულისხმება არა სტანდარტული ორგანზომილებიანი სურათი, არამედ სამგანზომილებიანი გამოსახულება. აპარატი გამოირჩევა კომპაქტურობით და მაღალი დეტალიზაციითაც. სამგანზომილებიანი რენტგენის აპარატი, კომპიუტერული ტომოგრაფიის უზარმაზარი და ძვირადღირებული სისტემებისაგან განსხვავებით, უფრო ხელმისაწვდომი იქნება მცირე კლინიკებისა და საოპერაციოებისათვის. ამჟამად დიდი ბრიტანეთის კოსმოსური სააგენტო მუშაობს ამგვარი - Adaptix 3D სკანერის შემუშავებისთვის, რომელსაც იგივე ტექნოლოგია უდევს საფუძვლად, რომელიც ვარსკვლავების შესასწავლად გამოიყენება. მოწყობილობის ავტორებმა აპარატში ჩანერგეს გამომსხივებელი, რომელიც ადრე კოსმოსურ აპარატებში თანავარსკვლავედის დასურათებისთვის გამოიყენებოდა. მათ მიერ გამოსხივებული რადიაცია 10%-ით ნაკლებია დაბალი დოზირების კომპიუტერული ტომოგრამების გამოსხივებაზე და სრულფასოვანი ტომოგრაფიის გამოსხივების მხოლოდ 1-2%-ია.

mkurnali.ge

მეცნიერებმა თავისუფალ რადიკალებთან მებრძოლი ფაფა შექმნეს

ვაშინგტონის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი სუპერპროდუქტი და ანტიოქსიდანტების ძვირფასი წყარო - შავნაყოფიანი ცირცელი. სუფთა სახით ნაყოფს ცოტა ვინმე თუ მიირთმევს სპეციფიკური გემოს გამო. სპეციალისტები მის ფაფებსა და სმუზებში დამატებას გვირჩევენ. ბევრი ხილისა და კენკრისგან განსხვავებით, მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები თერმული დამუშავების შედეგად არ იშლება.

გარეგნულად კენკრა ჰგავს შტოშს ან მოცვს. ცირცელში ბევრია მნიშვნელოვანი ქიმიური ნაერთები, მათ შორის С ვიტამინი და ფლავონოიდები. ითვლება, რომ კენკრას დაბერების საწინააღმდეგო თვისებები აქვს, სასარგებლოა გულისათვის და მუშაობს როგორც აფროდიზიაკი. პოლონელმა მეცნიერებმა შექმნეს ფაფა ცირცელის სხვადასხვა კონცენტრაციით (ყველაზე მაღალი - კენკრის 20%).

ამ ფაფით შესაძლებელია საუზმე უფრო სასარგებლო გახდეს. მხოლოდ ერთი ულუფა საკმარისი იქნება ანტიოქსიდანტების, პოლიფენოლების, ფლავონოიდებისა და ფენოლის მჟავების ნორმის მისაღებად. ამ ფაფის მიღება ჯობს მომზადებიდან 10 წუთის განმავლობაში. დროის ამ მონაკვეთში უფრო მეტადაა გამოხატული ანტიოქსიდანტური თვისებები.