News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

მოულოდნელი გადაწყვეტილებით საშიში ინფექციების დამარცხება შეიძლება

ახალ სისტემას ჰაერში არსებული ბაქტერიებისა და ვირუსების განადგურება რეკორდულ ვადებში შეუძლია. სისტემა იყენებს ე.წ. არათერმულ პლაზმას - ნივთიერებას, რომელიც თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას იწვევს. ეს მოლეკულები რეაქციაში შედის ჩვეულებრივ ჟანგბადთან და ოზონს წარმოქმნის.

როგორც ცნობილია, ოზონს ანტიბაქტერიული თვისება აქვს და ანადგურებს პათოგენებს ბაქტერიების უჯრედული გარსის დარღვევით. ცნობილია, რომ ის ნაწლავის ჩხირის ბაქტერიების 95%-ს სულ რაღაც 10 წამში ანადგურებს. ახლახან დადგინდა, რომ ოზონი ვირუსების 99,9%-საც კლავს წამის მეოთხედში. მკვლევართა აზრით, ოზონით დამუშავება საშიში ინფექციების გავრცელების შეჩერების შესაძლებლობას იძლევა.

ამჟამად მიჩიგანის უნივერსიტეტის თანამშრომლები ცდილობენ შექმნან ერთგვარი ანტიბაქტერიული ნიღაბი, რომლის ტარებაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. ანტიბაქტერიულ ფილტრებთან შედარებით ეს უფრო ეფექტური მიდგომაა ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემებში.

mkurnali.ge

სუფრის მარილის უსაფრთხო ალტერნატივა აღმოჩენილია

უმარილო საკვები სასარგებლო, მაგრამ უგემურია. მეცნიერების თქმით, მათ შეძლეს მარილის გემოს შენარჩუნება მარილის დამატების გარეშე. როგორც ექსპერიმენტმა აჩვენა, ახალი ტექნოლოგიით მომზადებული პროდუქტები მოხალისეთათვის სასიამოვნო გემოთი გამოირჩეოდა.

მარილის შემცვლელი ახალი ნარევის თითქმის მეოთხედი კალციუმის ქლორიდისგან შედგება. იგი ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს, მუშაობის პროცესში ისინი ეძებდნენ იდეალურ ნარევს, რომელიც ნატრიუმის ქლორიდის დაბალი შემცველობით (სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი) გამოირჩეოდა.

ანალიზი ჩაუტარდა იმ ნარევებსაც, რომლებიც კვების მრეწველობაში უკვე გამოიყენებოდა. მათ შორის კალციუმის ქლორიდისა და კალიუმის ქლორიდის შემცველ ნარევებს. ეს უკანასკნელი რეგულარული მოხმარებისას ამცირებს არტერიულ წნევას, მაგრამ აქვს არასასიამოვნო გემო (ამწარებს).

მეცნიერებმა შეკრიბეს მოხალისე დეგუსტატორები, რათა გაეგოთ, რომელი ნარევი გამოირჩეოდა სასიამოვნო გემოთი (ამარილებდნენ წყალსა და პომიდვრის სუპს). დეგუსტატორებს მოეწონათ ნარევი, რომელიც შეიცავდა 78% ნატრიუმის ქლორიდსა და 22% კალციუმის ქლორიდს. გემოთი ნარევი თითქმის არ განირჩეოდა 100%-იანი ნატრიუმის ქლორიდისაგან. კალიუმის ქლორიდი კი აქვეითებდა ნარევის გემოვნებით თვისებას მცირე კონცენტრაციის პირობებშიც კი.