News - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

News

News
მოულოდნელი გადაწყვეტილებით საშიში ინფექციების დამარცხება შეიძლება

ახალ სისტემას ჰაერში არსებული ბაქტერიებისა და ვირუსების განადგურება რეკორდულ ვადებში შეუძლია. სისტემა იყენებს ე.წ. არათერმულ პლაზმას - ნივთიერებას, რომელიც თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას იწვევს. ეს მოლეკულები რეაქციაში შედის ჩვეულებრივ ჟანგბადთან და ოზონს წარმოქმნის.

როგორც ცნობილია, ოზონს ანტიბაქტერიული თვისება აქვს და ანადგურებს პათოგენებს ბაქტერიების უჯრედული გარსის დარღვევით. ცნობილია, რომ ის ნაწლავის ჩხირის ბაქტერიების 95%-ს სულ რაღაც 10 წამში ანადგურებს. ახლახან დადგინდა, რომ ოზონი ვირუსების 99,9%-საც კლავს წამის მეოთხედში. მკვლევართა აზრით, ოზონით დამუშავება საშიში ინფექციების გავრცელების შეჩერების
შესაძლებლობას იძლევა.

ამჟამად მიჩიგანის უნივერსიტეტის თანამშრომლები ცდილობენ შექმნან ერთგვარი ანტიბაქტერიული ნიღაბი, რომლის ტარებაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. ანტიბაქტერიულ ფილტრებთან შედარებით ეს უფრო ეფექტური მიდგომაა ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემებში.


mkurnali.ge

სუფრის მარილის უსაფრთხო ალტერნატივა აღმოჩენილია

უმარილო საკვები სასარგებლო, მაგრამ უგემურია. მეცნიერების თქმით, მათ შეძლეს მარილის გემოს შენარჩუნება მარილის
დამატების გარეშე. როგორც ექსპერიმენტმა აჩვენა, ახალი ტექნოლოგიით მომზადებული პროდუქტები მოხალისეთათვის სასიამოვნო გემოთი გამოირჩეოდა.

მარილის შემცვლელი ახალი ნარევის თითქმის მეოთხედი კალციუმის ქლორიდისგან შედგება. იგი ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს, მუშაობის პროცესში ისინი ეძებდნენ იდეალურ ნარევს, რომელიც ნატრიუმის ქლორიდის დაბალი შემცველობით (სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი) გამოირჩეოდა.

ანალიზი ჩაუტარდა იმ ნარევებსაც, რომლებიც კვების მრეწველობაში უკვე გამოიყენებოდა. მათ შორის კალციუმის ქლორიდისა და კალიუმის ქლორიდის შემცველ ნარევებს. ეს უკანასკნელი რეგულარული მოხმარებისას ამცირებს არტერიულ წნევას, მაგრამ აქვს არასასიამოვნო გემო (ამწარებს).

მეცნიერებმა შეკრიბეს მოხალისე დეგუსტატორები, რათა გაეგოთ, რომელი ნარევი გამოირჩეოდა სასიამოვნო გემოთი (ამარილებდნენ წყალსა და პომიდვრის სუპს). დეგუსტატორებს მოეწონათ ნარევი, რომელიც შეიცავდა 78% ნატრიუმის ქლორიდსა და 22% კალციუმის ქლორიდს. გემოთი ნარევი თითქმის არ განირჩეოდა 100%-იანი ნატრიუმის ქლორიდისაგან. კალიუმის ქლორიდი კი აქვეითებდა ნარევის გემოვნებით თვისებას მცირე კონცენტრაციის პირობებშიც კი.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
ექიმი შენთან - ამ მესიჯით 30 ოქტომბერს პირველი ქართული სამედიცინო
სამედიცინო ტექნოლოგია და აღჭურვილობა, ლაბორატორია და დიაგნოსტიკა, ფარმაკოლოგია, საავადმყოფოები
კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, ირაკლი ბებიაშვილი,
31 ოქტომბერს, საქართველოში ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის „გეფას“ ორგანიზებით,
29 ოქტომბერს სახელმწიფომ შემოიტანა 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4 კომპონენტიანი ვაქცინა.
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად