იტალიელები ტელეფონებზე დამოკიდებულ მოზარდებს სარეაბილიტაციო ცენტრებში მოათავსებენ
განიხილავს. ჩინოვნიკები საუბრობენ ნომოფობიის გავრცელებაზე (ინგლისური სიტყვიდან - "no mobile phone phobia"), რაც ნიშნავს „მობილური ტელეფონის არქონის შიშს“.
10-დან 8 იტალიელი მოზარდი ცხოვრებს მობილური ტელეფონის დაკარგვისა და ინტერნეტით სარგებლობის შეზღუდვის შიშით. ისინი საკუთარ ტელეფონებს ამოწმებენ დღეში მინიმუმ 75-ჯერ, ხოლო 62%-ს მიწერ-მოწერა აქვს ღამის განმავლობაში. ამას კი დღის განმავლობაში მოაქვს მომატებული დაღლილობა და ზოგჯერ აგრესიულობა. მოზარდები ჩამორჩებიან სწავლაში და ქვეითდება კონცენტრაციის დონე.
დამოკიდებულების მქონე მოზარდების მოძიება სავარაუდოდ პოლიციას, ჯანდაცვის სამინისტროს, ბავშვთა და ახალგაზრდების საქმიანობის კომიტეტსა და სტუდენტურ ასოციაციებს დაევალება. მკურნალობაც სახელმწიფოს ხარჯზე წარიმართება.
ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილებას მშობლებთან ერთად მიიღებენ. პარალელურად მასწავლებლები გაივლიან ბავშვებში დამოკიდებულების პროფილაქტიკისა და აღმოფხვრის შემსწავლელ კურსებს. ასევე მზადდება საინფორმაციო კამპანია მშობლებისთვისაც.
ლალი ჩხიკვაძე