6 სექტემბერს, საღამოს 6 საათიდან, ორთოპედ-ტრავმატოლოგი აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციებს გაგიწევთ
ატრიუმში მიმდინარეობს ჟურნალების "ოჯახის მკურნალისა" და "საბავშვო კარუსელის" მიერ ორგანიზებული ერთობლივი სამედიცინო აქციები.
4 სექტემბერს აქციაზე სტუმრად იყო გეშტალტ კლინიკის ორი სპეციალისტი: ნინო ტაბუცაძე - ექიმი ფსიქოთერაპევტი, ევროპაში აკრედიტირებული (ლიცენზირებული) გეშტალტთერაპევტი და სალომე საბიაშვილი - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ევროპაში აკრედიტირებული (ლიცენზირებული) გეშტალტთერაპევტი. მათ არაერთ პატარა პაციენრს გაუწიეს კონსულტაცია და მეტად საგულისხმო რჩევები მისცეს მშობლებს.
5 სექტემბერს კი ნატა ქადაგიშვილი - "მედიქლაბ ჯორჯიას" ოფთალმოლოგი და ოპტიკა "საფილო ჯგუფის" სპეციალისტი - უწევდა უფასო კონსულტაციებს პაციენტებს.
დღეს, 6 სექტემბერს, საღამოს 6-დან 8 საათამდე ტატიშვილის კლინიკის ორთოპედ-ტრავმატოლოგი ნიკა ხუნჯგურუა გიმასპინძლებთ.
იჩქარეთ - არ გამოგრჩეთ თქვენთვის დაგეგმილი აქცია!
გთავაზობთ გუშინდელი დღის ფოტომასალას: