აქციის მორიგი დღე, 5 სექტემბერი - ამჯერად ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაცია
ჟურნალების "ოჯახის მკურნალისა" და "საბავშვო კარუსელის" მიერ ორგანიზებული ერთობლივი სამედიცინო აქციები.
4 სექტემბერს აქციაზე სტუმრად იყო გეშტალტ კლინიკის ორი სპეციალისტი:
ნინო ტაბუცაძე - ექიმი ფსიქოთერაპევტი, ევროპაში აკრედიტირებული (ლიცენზირებული) გეშტალტთერაპევტი და სალომე საბიაშვილი - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ევროპაში აკრედიტირებული (ლიცენზირებული) გეშტალტთერაპევტი. მათ არაერთ პატარა პაციენრს გაუწიეს კონსულტაცია და მეტად საგულისხმო რჩევები მისცეს მშობლებს.
5 სექტემბერს 18-დან 20 საათამდე კი თვალის პრობლემებთან დაკავშირებით შეგეძლებათ მიიღოთ უფასო კონსულტაციები აქციაში მონაწილე ექიმებისაგან. ამჯერად თბილისი მოლის მთავარ ატრიუმში გიმასპინძლებთ ნატა ქადაგიშვილი - "მედიქლაბ ჯორჯიას" ოფთალმოლოგი და ოპტიკა "საფილო ჯგუფის" სპეციალისტი.
იჩქარეთ - არ გამოგრჩეთ თქვენთვის დაგეგმილი აქცია!