სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის შედეგად, დეზინფექცია-სტერილიზაციის პრობლემები გამოიკვეთა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის შედეგად, დეზინფექცია-სტერილიზაციის პრობლემები გამოიკვეთა

დაკავშირებული საკითხები ამ ეტაპზე შედარებით მეტად გამოიკვეთა. მან მედიას სამედიცინო დაწესებულებებში მიმდინარე კომპლექსური მონიტორინგის პირველადი შედეგები წარუდგინა და აღნიშნა, რომ მონიტორინგი 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ამ ეტაპზე ცალსახად, მკაფიოდ გამოხატული რომელიმე არ ჭარბობს, თუმცა დეზინფექცია-სტერილიზაციასთან დაკავშირებული საკითხები იყო, რომლებიც შედარებით უფრო გამოიკვეთა ამ ეტაპზე“, - აღნიშნა ზაალ კაპანაძემ.

მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებებში კომპლექსური მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა, რომ ზოგიერთი ექიმი სერტიფიკატის გარეშე მუშაობდა.

„ნებისმიერი ექიმი, რომელიც კლინიკაში საქმიანობს, უნდა იყოს სერტიფიცირებული. როცა კომპლექსური შემოწმება იყო, უბრალოდ იქ არსებული ექიმების სერტიფიკატები რომ გადამოწმდა, ზოგიერთ ექიმს არ ჰქონდა, ისე მუშაობდა. ამის შესაბამისად მოხდა რეაგირება", - განაცხადა ზაალ კაპანაძემ.

მისივე თქმით, კლინიკებს დარღვევების გამასწორებლად გონივრული ვადა მიეცათ, რაც დარღვევის ტიპიდან გამომდინარეობს.

„გონივრული ვადის შემდეგ, კლინიკა ხელახლა მოწმდება და თუ არ არის აღნიშნული ქმედება აღმოფხვრილი, ისევ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება და კვლავ ეძლევა ვადა გამოსასწორებლად. ზოგადად, ამ შემთხვევაში კანონმდებლობა საკმაოდ ლმობიერი და მოქნილია. ის ცალსახად, იმპერატიულად კლინიკის დახურვას ამ ეტაპზე არ ითვალისწინებს. უბრალოდ, სადაც დარღვევაა, იმ სეგმენტში კლინიკას აღარ ეძლევა საშუალება, განახორციელოს ეს კონკრეტული სერვისი, "- განაცხადა ზაალ კაპანაძემ.

ამასთან, მისი თქმით, მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების შემდგომი გაუმჯობესებისთვის ქმედითი ღონისძიებები გატარდება.