როგორ გადარჩა ინსულტიანი პაციენტი ტვინის ქსოვილის დაზიანებას "ნიუ ჰოსპიტალსის" ინსულტის ცენტრში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

როგორ გადარჩა ინსულტიანი პაციენტი ტვინის ქსოვილის დაზიანებას "ნიუ ჰოსპიტალსის" ინსულტის ცენტრში

როგორ გადარჩა ინსულტიანი პაციენტი ტვინის ქსოვილის დაზიანებას "ნიუ ჰოსპიტალსის" ინსულტის ცენტრში
დღის მშვიდად ნაყოფიერად გატარების შემდეგ, სახლის გზაზე მიმავალს, როცა დედაქალაქის თითქმის ყველა სანახაობა დაათვალიერა, ქართული სამზარეულოც დააგემოვნა და კარგ განწყობაზე დადგა, სასტუმროში დასასვენებლად დაბრუნება გადაწყვიტა. გზაში არც ტკივილის და არც დისკომფორტის შეგრძნება არ აწუხებდა, მოულოდნელად, გონება დაკარგა. ინციდენტის შემდეგ, შუა ხნის მამაკაცი ვინჩენცო ფ.-ს გონზე მოყვანა ვერ შეძლეს და 112-ში დარეკეს.

ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, #1117 ბრიგადის წევრებს კრიტიკული სურათი დახვდათ. ექიმებმა, ხათუნა ხაზარაძემ და ნინო წაქაძემ, ვინჩენცო ფ.-ს მძიმე მდგომარეობაში მიუსწრეს - მას გონების კარგვის ეპიზოდი და პროფუზული
ოფლიანობა აღენიშნებოდა.

სასწრაფოს ექიმებს არცერთი წამი არ უნდა დაეკარგათ. მათ წინასწარი დიაგნოზი - იშემიური ინსულტი დაადგინეს და ჰოსპიტალიზაციისთვის მზადების პარალელურად, ოპერატიულად დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა.

რამდენიმე წუთში პაციენტი მარცხენა კიდურებში სისუსტით, სახის ასიმეტრიითა და დარღვეული მეტყველებით "ნიუ ჰოსპიტალსის" ინსულტის ცენტრში მოთავსდა.
"ნიუ ჰოსპიტალსის" გადაუდებელი დახმარების
სამსახურს, რომელსაც მიხეილ ბერიაშვილი ხელმძღვანელობს, საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო სამუშაო ელოდა. ვინჩენცო ფ. გადაუდებელი დახმარების სამსახურის ექიმმა, ნინი ამირიძემ და უმცროსმა ექიმმა, ნინო ჭიღლაძემ მიიღეს. პაციენტის მოთავსებისთანავე შეგროვდა ანამნეზი და ეჭვი იშემიურ ინსულტზე გაჩნდა, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ ჩატარდა სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები და იშემიური ინსულტის დიაგნოზი დადასტურდა.

იშემიური ინსულტი საკმაოდ გავრცელებულია. ამ დროს თითოეულ წამს პაციენტის გადარჩენისა და მისთვის შეზღუდული უნარების დაბრუნებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, "ნიუ ჰოსპიტალსის" ნევროლოგთა გუნდმა, თემურ მარღანიას ხელმძღვანელობით, დაუყოვნებლივ მიიღო გადაწყვეტილება პაციენტისთვის სისტემური თრომბოლიზისის - ალტეპლაზას გადასხმის შესახებ. "ნიუ ჰოსპიტალსის" ინსულტის ცენტრში ხელმისაწვდომი, იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი თრომბოლიზისი ეფექტური აღმოჩნდა. პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა გადასხმის პერიოდშივე - მოიხსნა კიდურების სისუსტე და აღდგა მეტყველება.

ვინჩენცო ფ.-ს შემთხვევა კვალიფიციური ექიმებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმატებით დასრულდა. 
პროცედურის დასრულების შემდეგ, პაციენტი მოთავსდა ნევროლოგიური განყოფილების სტაციონარში, სადაც რამდენიმე დღის მანძილზე იმყოფებოდა "ნიუ ჰოსპიტალსის" ნევროლოგთა დაკვირვების ქვეშ. საბოლოოდ, პაციენტი ჰოსპიტალიდან ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე გაეწერა და ამჟამად თავს კარგად გრძნობს. სამედიცინო პროცედურების დასრულების შემდეგ, მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფიით მარჯვენა შუა არტერიაში სისხლნაკადის აღდგენა დადასტურდა.

mkurnali.ge

თრომბოლიზისით მკურნალობის დროს სისწრაფე გადამწყვეტია, შესაბამისად, რომ არა სასწრაფო დახმარების ექიმების ოპერატიულობა, პაციენტის გამოჯანმრთელების შესაძლებლობა მცირე იქნებოდა. თრომბოლიზისით მკურნალობისას საჭიროა, პროცედურა ადრეულ ეტაპზე, ინსულტის განვითარებიდან უახლოეს საათებში ჩატარდეს, რათა ინსულტით გამოწვეული ზიანი მაქსიმალურად იქნეს აცილებული.

რაც შეეხება სისტემური თრომბოლიზისით მკურნალობის მეთოდს, ის იშემიური ინსულტის დროს გამოიყენება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, სისხლძარღვებში არსებული თრომბის დაშლა, სისხლის მიმოქცევის აღდგენა და ტვინის ქსოვილის დაზიანების თავიდან აცილება.
უნდა აღინიშნოს, რომ "ნიუ ჰოსპიტალსი" ერთ-ერთი პირველია, რომელმაც საქართველოში თრომბოლიზისის მეთოდით იშემიური ინსულტის მკურნალობა დანერგა.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ხერხემლის მდგომარეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ზოგად ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობაზე.
12-09-2019
ღვიძ­ლი­სა და სა­ნაღ­ვლე გზე­ბის სა­უ­კე­თე­სო ქი­რურ­გი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი და პრო­ფე­სო­რი, გუ­რამ ახა­ლა­ძე 22 ივ­ლი­სი­დან "ნიუ ჰოს­პი­ტალსში"
16-07-2019
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
პირველი განკურნებული პაციენტი, რომელსაც ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციის ჩჟეციანის კლინიკაში კორონავირუსული
ლაშა ჩილაშვილი ჩინეთში, უხანიდან 750 კილომეტრში, ქალაქ ჩონგჩინგში ინგლისურ ენას აწავლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში “კორონავირუსის” გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები უკვე დაიწყო.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსით დაავადების
ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს ცნობას 62 წლის ექიმის ლიან უდუნის
ჩინეთიდან თბილისში დღეს დაგეგმილი ავიარეისი გაუქმდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის მინისტრის
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად