თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობა გამა დანის ICON საშუალებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობა გამა დანის ICON საშუალებით

Gamma Knife Icon- წარმოადგენს უფრო დახვეწილ და თანამედროვე მოდელს Gamma Knife მოდელებს შორის, მას სამი უნიკალური თვისება გააჩნია: სიზუსტე, უსაფრთხოება და მოქნილობა. Gamma Knife Icon 1/8 მილიმეტრის სიზუსტით შეუძლია უსაფრთხოდ განახორციელოს კონტროლი სიმსივნურ წარმონაქმნზე, ტომოგრაფიისა და ინფრაწითელი სხივების მეშვეობით, რაც საშუალებას იძლევა მაქსიმალურად დაცულად იყოს თავის ტვინი და ნერვული სისტემა, რაც შეეხება მოქნილობას, ექიმს შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს პროცედურა მკურნალობის პროგრესიდან გამომდინარე.

mkurnali.ge

Acıbadem Altunizade კლინიკის, ნეიროქირურგიის პროფესორი, კარაი ოზდუმანი გვიყვება Gamma Knife Icon-ის შესახებ. გამა დანა, შექმნილია სპეციალურად შიდა ქალის დაავადებებისთვის, როგორიცაა თავის ტვინის, ძვლების, სისხლძარღვების, ნერვული სისტემის და თვალების მკურნალობის დროს. აღნიშნულ მკურნალობის მეთოდს, მსოფლიოში, დაახლოებით 1 მილიონი პაციენტი და 300 სამედიცინო ცენტრი ენდობა. გამა დანა, შიდა ქალის დაავადებების მკურნალობის პროცესში, წარმოადგენს სტანდარტული პროცედურას, არსებობს ამ პროცედურის განხორციელების 5 სხვადასხვა მხარე, როგორც წესი ის წარმოადგენს, პირველხარისხოვანი მეთოდს თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობაში, ასევე ის გამოიყენება მეტასტაზური სიმსივნის დროსაც. დამატებით, გამა დანა გამოიყენება კეთილთვისებიანი სიმსივნის, არტერიოვენური მალფორმაციის ფუნქციონალური აშლილობების, პარკინსონის დაავადების, სამწვერა ნერვის ნერვოლოგიისა და ინტრაოკულარული სიმსივნის დროსაც.

mkurnali.ge

გამა დანის უპირეტასობა:

* გამორიცხავს ღია ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას, თავის ტვინის სიმსივნის, მრავალი სხადასხვა შემთხვევის დროსაც კი. * მინიმუმია უკუჩვენების მაჩვენებელი. * გამორიცხავს საერთო ანესთეზიის აუცილებლობას.

* პაციენტებს შეუძლიათ პროცედურების შემდეგ დაბრუნდნენ სახლში.

* არ არის საჭირო რეაბილიტაცია.

* პროცედურა გამორიცხავს ჭირილობებისა და ნაიარევის არსებობას.

* არ არის თმის გაცვენის საშიშროება.

* დადებითი შედეგი იზრდება, ხოლო უკუჩვენება მცირდება.

* პაციენტებს, შეუძლიათ მცირე დროის შემდეგ დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რითმს.

* პროცედურის დროს ჯანმრთელი უჯრედის დაზიანების საშიშროება დაყვანილია მინიმუმამდე.

mkurnali.ge

გამა დანით მურნალობის ეტაპები:

გამოიყენება ეგრედ წოდებული სტერეოტოკსიკური ჩარჩო (Leksell), რომელიც ფიქსირდება პაციენტის თავზე, საერთო ანესთეზიის ქვეშ, რათა მკურნალოაბის პროცესი იყოს ზუსტი. ბავშვების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურა ტარდება ანესთეზიოლოგის ზედამხედველობის ქვეშ, საჭიროების შემთვევაში კი გამოიყენება ნარკოზი.

მასკის გამოყენება:

Gamma Knife Icon განხვავდება წინა მოდელისაგან, კერძოდ, ის იძლევა საშუალებას მკურნალობა სტერეოტოკსიკურ ჩარჩოს მაგივრად , განხორციელდეს მასკით, რაც იცავს ჯანმრთელი ქსოვილებს დაზიანებისაგან.

ნეირორადიოლოგიური ვიზუალიზაცია:

სტერეოტოკსიკური ჩარჩოს ფიქსაციის შემდგომ, გამოიყენება ვიზუალიზაციის მეთოდი პაციენტის პათოლოგიის მიხედვით. დღევანდელ დღეს, ყველა პაციენტი იღებს ტომოგრაფიას. არტერიოვენური მალფორმაციის დროს, გამოიყენება ანგიოგრაფია სტერეოტოკსიკურ ჩარჩოსთან ერთად. ის პაციენტები, რომელთაც აქვთ გართულებები და არ შეუძლიათ ტომოგრაფიის გადაღება, გადიან კომპიუტერულ ტომოგრაფიას.

mkurnali.ge

დოზის განსაზღვრა:

იმისათვის, რომ მაქსიმალური სიზუსტით განისაზღვროს დაზიანებული ქსოვილის არეალი, გამოიყენება სპეციალური კომპიუტერული პროგრამა (Icon), რომელსაც გააჩნია გარკვეულწილად ბლოკირების მეთოდი. ის დაზიანებულ ქსოვილზე ზემოქმედებს, ზუსტი მასშტაბით და რადიუსით, რასაც მინიმუმადე დაყავს ჯანმრთელი ქსოვილების დაზიანების ალბათობა. კომპიუტერული ტექნოლოგიების საშუალებით ხორციელდება ეგრედ წოდებული დაგეგმვა, ამ დროს პაციენტს შეუძლია თავისუფლად გაატაროს დრო.

დასხივების განსაზღვრა:

კომპიუტერული დაგეგმვის შემდეგ მოდის ცალკე პროცედურა, რომლის ხანგრძლივობა მოიცავს 15 წუთიდან, 1-2 საათამდე. დასხივების პროცედურის ხანგრძლივობის განმსაზღვრელი, არის თავად სიმსივნე და მისი მასშტაბი.

mkurnali.ge

ტომოგრაფია გამა დანით:

ტომოგრაფია იძლევა მაქსიმალურ სიზუსტეს, მილიმეტრებშიც კი, როგორც მკურნალობის, ისე მისი დასრულების შემდგომ. ის გამოიყენება მასკასთან ერთადაც.

პაციენტების კონტროლი მკურნალობის დროს:

(Icon) გამა დანა, ტომოგრაფიისა და ინფრაწითელი დასხივების საშუალებით, აკონტროლებს მკურნალობის პროცესს სტერეოტოკსიკური ჩარჩოსა და მასკის თანხლებით. ტომოგრფია იძლევა საშუალებას ზუსტად განისაზღვროს სიმსივნის მოცულობა და მასშტაბი, ინფრაწითელი დასხივების საშუალებით კი, პაციენტის ნებისმიერი მდგომარეობა კონტროლდება, ეს კი საშუალებას აძლევს ექიმს მაქსიმალური სიზუსტით წარმართოს მკურნალობა.

აჯიბადემის წარმომადგენლობა საქართველოში;

ჭავჭავაძის გამზირი 58

+995 32 2 158500

R