მეცნიერებმა ემბრიონალური ღეროვანი უჯრედებიდან სანერწყვე ჯირკვალი შექმნეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა ემბრიონალური ღეროვანი უჯრედებიდან სანერწყვე ჯირკვალი შექმნეს

მედიცინის პერსპექტიული მეთოდია. მეცნიერებს არა ერთი წარმატებული ნაბიჯი აქვთ გადადგმული ამ კუთხით, შექმნილია ყურის, ღვიძლის, გულის გამარტივებული მოდელები.

ბოლო პერიოდში მეცნიერებმა გაზარდეს და წარმატებით გადანერგეს სანერწყვე ჯირკვალიც. ბოლო მომენტამდე სანერწყვე ჯირკვლის შექმნა გართულებული იყო, იმის გამო, რომ მეცნიერებს სრულად არ ჰქონდათ შესწავლილი ამ მნიშვნელოვანი ორგანოს ორგანოგენეზი, კერძოდ, არ ჰქონდათ განსაზღვრული მისი ტრანსკრიფციის ფაქტორები.

პასუხი კითხვებზე იპოვეს იაპონელმა მკვლევარებმა (შოვას უნივერსიტეტიდან და RIKEN–ის ბიოსინთეზის კვლევითი ცენტრიდან). მათ გაარკვიეს, რომ ღეროვანი უჯრედების სანერწყვე ჯირკვლის ქსოვილებად ტრანსფორმაციის პროცესში მთავარ როლს ასრულებს ტრანსკრიფციის 2 ფაქტორი – Sox9 da Foxc1. დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო. მიღებული ორგანოები ვირთაგვებს გადაუნერგეს. ცხოველებს წინასწარ ჰქონდათ ამოკვეთილი შესაბამისი ჯირკვლები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, შეძლებდა თუ არა გადანერგილი ორგანო თავისი ფუნქციის შესრულებას.

ტესტის ფარგლებში ცხოველებს ლიმონის მჟავა გაასინჯეს, საპასუხოდ გადანერგილმა ჯირკვლებმა დიდი რაოდენობით გამოყვეს რეალური ნერწყვის მსგავსი ნივთიერება. ეს მეცნიერთა დიდი გამარჯვება იყო.

შეგახსენებთ, ნერწყვს და შესაბამისად, სანერწყვე ჯირკვლებს მნიშვენლოვანი ფუნქცია აქვთ ორგანიზმში. ისინი საჭმლის მომნელებელი სისტემის ერთი-ერთი საჭირო რგოლია, რადგან გამოყოფილი ნერწყვი მასში არსებული ნივთიერებების დახმარებით ხელს უწყობს ნახშირწყლების მონელებას და აადვილებს ყლაპვის პროცესს.

სხივური თერაპიისა და შეგრენის სინდრომის დროს (შემაერთებელი ქსოვილის აუტოიმუნური დაავადება) სანერწყვე ჯირკვლების ფუნქცია ირღვევა, ასეთი პაციენტებისათვის კი ახალგაზრდილი ორგანოების გადანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია.

თინათინ გოცაძე