5 ივლისს ბათუმში სტომატოლოგთა ასოციაციის საერთაშორისო კონგრესი გაიხსნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 ივლისს ბათუმში სტომატოლოგთა ასოციაციის საერთაშორისო კონგრესი გაიხსნება

მე‐15 საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს.

კონგრესში მონაწილეობენ კომპანიები:

• პერიომარკეტი

• შვეიცარული კომპანია ალპენ ფარმას წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში

• პსპ

• ბრედენტ ჯორჯია

• აპროფი-გრუპი

• ეს-ჯი-ეს დენტალ ჯორჯია

• კლინიკა ელიტი

• დენტსტალ დენტი

• უნიმედი

• თბილისი დენტალი

• დენტალ დეპო ჯორჯია

• დენთალ-მასთერ.ჯი

• მერლინ კაპიტალ ინვესტმენტი

• ლაკალუტი

• დენტიუმ ჯორჯია

• მარჯი

• კრება — ღონისძიებისა და კონფერენციის მართვა

სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი ქეთრინ ქელი ღონისძიების მონაწილეებისთვის ასეთ მიმართვას ავრცელებს:

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვიყო მნიშვნელოვანი ღონისძიების, ბათუმის მე-15 საერთაშორისო კონგრესის "ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში"

მონაწილე, რომელიც საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით ტარდება. დღესდღეობით ქალები ყველა პროფესიულ სფეროში დიდ როლს ასრულებენ და გამონაკლისს, არც სტომატოლოგია წარმოადგენს. მაგრამ ჩვენ უფრო მეტი წარმატებული ქალი გვჭირდება, რომლებიც წამყვან პოზიციებს განათლების, კერძო და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრაქტიკის, კვლევის, ორგანიზაციებისა და სამთავრობო დონეზე დაიკავებენ. კარიერული წინსვლის პროცესში ქალებს ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა აკისრიათ, მათი ოჯახის, საზოგადოების და საკუთარი თავის, როგორც პიროვნების წინაშე (პიროვნული ზრდის, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ). რამდენად მიღწევადია? შესაძლებელია ეს ყველაფერი? კონფერენცია პასუხს გაგვცემს ამ და კიდევ სხვა ბევრ შეკითხვაზე, რადგან ჩვენ მოვისმენთ წარმატებული და შემდგარი ქალების ისტორიებს, ვინც მოგვიყვება, როგორ მიაღწიეს თავიანთ მიზნებს

და ოცნებებს. მენტორების მოსმენით და ერთმანეთის მხარდაჭერით თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ ისწავლოთ საკუთარი ოცნებების და მიზნების რეალობად ქცევა. ყველას პროდუქტიულ და წარმატებულ შეხვედრას გისურვებთ!

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან გოგილაშვილი:

წელს განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა ვიტვირთეთ და მრავალწლიანი გეგმა სისრულეში მოვიყვანეთ — სტომატოლოგ ქალთა მსოფლიო ფორუმს

"ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში" ვმასპინძლობთ, რომელიც სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) ქალთა საერთაშორისო

ორგანიზაციის (WDW) და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის (GSA) ეგიდით ასოციაციის მე-15 საერთაშორისო კონგრესის ფორმატში იმართება.

წელს საქართველოს ელჩების როლში ვართ, ქვეყანა უნდა წარვუდგინოთ სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციისა და წამყვანი საერთაშორისო

სამედიცინო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს. კონგრესს სტუმრობენ სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი ქეთრინ ქელი (აშშ),

სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) ყოფილი პრეზიდენტები: მიშელ არდენი (ბელგია) და თინ ჩან ვონგი (ჰონგ-კონგი), FDI-ს ქალთა მსოფლიო

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვესნა ბარაკ ფურტინგერი (ხორვატია), FDI-ს ევროპის რეგიონული ორგანიზაციის (ERO) ყოფილი პრეზიდენტი ანნა ლელლა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლები და სხვადასხვა პროფილის სამედიცინო ასოციაციების პრეზიდენტები და დელეგატები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მიზანია ქალთა უმაღლესი ტრიბუნალიდან მსოფლიოს ის მიღწევები წარუდგინოს, რაც საქართველოს ჯანდაცვის სექტორში უკანასკნელ წლებში განხორციელდა. ქალთა საკითხებზე ფოკუსირებით ჩვენ, სტომატოლოგებს, შეგვიძლია ვიყოთ მაგალითი და მივცეთ ბიძგი ექიმ ქალთა მსოფლიო ორგანიზაციებს, ნაციონალურ და საერთაშორისო ასოციაციებს, კიდევ უფრო ხმამაღლა ისაუბრონ პრობლემებზე, ბარიერებზე, სტერეოტიპებზე და მომავლის პერსპექტივებზე.

ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ ფორუმი ხელს შეუწყობს ქალთა ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმირებულობის ამაღლებას, პრევენციის მეთოდების შემუშავებას, დახვეწასა და იმპლემენტაციას, ქალთა ჯანმრთელობის შესახებ კომპლექსური ცოდნის გაღრმავებას, სპეციალისტთა შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. ამ მიზნის მისაღწევად თითო აგურის დადება ყველა ჩვენგანს შეუძლია — თითოეულ სპიკერს, მონაწილეს, დელეგატს, სპონსორს თუ უბრალოდ გულშემატკივარს. მინდა ყველას გულწრფელი და ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის!

კონგრესის საინფორმაციო მხარდამჭერია ვებგვერდი მკურნალი.გე.

წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობას ვუსურვებს კონგრესს.