5 ივლისს ბათუმში სტომატოლოგთა ასოციაციის საერთაშორისო კონგრესი გაიხსნება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

5 ივლისს ბათუმში სტომატოლოგთა ასოციაციის საერთაშორისო კონგრესი გაიხსნება

5 ივლისს ბათუმში სტომატოლოგთა ასოციაციის საერთაშორისო კონგრესი გაიხსნება
5-6 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო "შერატონი ბათუმი" საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე‐15 საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს.

კონგრესში მონაწილეობენ კომპანიები:

• პერიომარკეტი
• შვეიცარული კომპანია ალპენ ფარმას წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში
• პსპ
• ბრედენტ ჯორჯია
• აპროფი-გრუპი
• ეს-ჯი-ეს დენტალ ჯორჯია
• კლინიკა ელიტი
• დენტსტალ დენტი
• უნიმედი
• თბილისი დენტალი
• დენტალ დეპო ჯორჯია
• დენთალ-მასთერ.ჯი
• მერლინ კაპიტალ ინვესტმენტი
• ლაკალუტი
• დენტიუმ ჯორჯია
• მარჯი
• კრება — ღონისძიებისა და კონფერენციის მართვა


სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი ქეთრინ ქელი ღონისძიების მონაწილეებისთვის ასეთ
მიმართვას ავრცელებს:

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვიყო მნიშვნელოვანი ღონისძიების, ბათუმის მე-15 საერთაშორისო კონგრესის "ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში"
მონაწილე, რომელიც საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით ტარდება. დღესდღეობით ქალები ყველა პროფესიულ სფეროში დიდ როლს ასრულებენ და გამონაკლისს, არც სტომატოლოგია წარმოადგენს. მაგრამ ჩვენ უფრო მეტი წარმატებული ქალი გვჭირდება, რომლებიც
წამყვან პოზიციებს განათლების, კერძო და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრაქტიკის, კვლევის, ორგანიზაციებისა და სამთავრობო დონეზე დაიკავებენ. კარიერული წინსვლის პროცესში ქალებს ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა აკისრიათ, მათი ოჯახის, საზოგადოების და საკუთარი თავის, როგორც პიროვნების წინაშე (პიროვნული ზრდის, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ). რამდენად მიღწევადია? შესაძლებელია ეს ყველაფერი? კონფერენცია პასუხს გაგვცემს ამ და კიდევ სხვა ბევრ შეკითხვაზე, რადგან ჩვენ მოვისმენთ წარმატებული და შემდგარი ქალების ისტორიებს, ვინც მოგვიყვება, როგორ მიაღწიეს თავიანთ მიზნებს
და ოცნებებს. მენტორების მოსმენით და ერთმანეთის მხარდაჭერით თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ ისწავლოთ საკუთარი ოცნებების და მიზნების რეალობად ქცევა. ყველას პროდუქტიულ და წარმატებულ შეხვედრას გისურვებთ!

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან გოგილაშვილი:
წელს განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა ვიტვირთეთ და მრავალწლიანი გეგმა სისრულეში მოვიყვანეთ — სტომატოლოგ ქალთა მსოფლიო ფორუმს
"ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში" ვმასპინძლობთ, რომელიც სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) ქალთა საერთაშორისო
ორგანიზაციის (WDW) და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის (GSA) ეგიდით ასოციაციის მე-15 საერთაშორისო კონგრესის ფორმატში იმართება.
წელს საქართველოს ელჩების როლში ვართ, ქვეყანა უნდა წარვუდგინოთ სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციისა და წამყვანი საერთაშორისო
სამედიცინო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს. კონგრესს სტუმრობენ სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი ქეთრინ ქელი (აშშ),
სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) ყოფილი პრეზიდენტები: მიშელ არდენი (ბელგია) და თინ ჩან ვონგი (ჰონგ-კონგი), FDI-ს ქალთა მსოფლიო
ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვესნა ბარაკ ფურტინგერი (ხორვატია), FDI-ს ევროპის რეგიონული ორგანიზაციის (ERO) ყოფილი პრეზიდენტი ანნა ლელლა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლები და სხვადასხვა პროფილის სამედიცინო ასოციაციების პრეზიდენტები და დელეგატები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მიზანია ქალთა უმაღლესი ტრიბუნალიდან მსოფლიოს ის მიღწევები წარუდგინოს, რაც საქართველოს ჯანდაცვის სექტორში უკანასკნელ წლებში განხორციელდა. ქალთა საკითხებზე ფოკუსირებით ჩვენ, სტომატოლოგებს, შეგვიძლია ვიყოთ მაგალითი და მივცეთ ბიძგი ექიმ ქალთა მსოფლიო ორგანიზაციებს, ნაციონალურ და საერთაშორისო ასოციაციებს, კიდევ უფრო ხმამაღლა ისაუბრონ პრობლემებზე, ბარიერებზე, სტერეოტიპებზე და მომავლის პერსპექტივებზე.

ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ ფორუმი ხელს შეუწყობს ქალთა ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმირებულობის ამაღლებას, პრევენციის მეთოდების შემუშავებას, დახვეწასა და იმპლემენტაციას, ქალთა ჯანმრთელობის შესახებ კომპლექსური ცოდნის გაღრმავებას, სპეციალისტთა შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. ამ მიზნის მისაღწევად თითო აგურის დადება ყველა ჩვენგანს შეუძლია — თითოეულ სპიკერს, მონაწილეს, დელეგატს, სპონსორს თუ უბრალოდ გულშემატკივარს. მინდა ყველას გულწრფელი და ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის!

კონგრესის საინფორმაციო მხარდამჭერია ვებგვერდი მკურნალი.გე.
წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობას ვუსურვებს კონგრესს.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი 13 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
11-03-2018
ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნინოშვილის ქუჩაზე ზღვამ ახალშობილის ცხედარი გამორიყა. ადგილზე
10-03-2018
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან 50-წლამდე ასაკის მამაკაცი გადმოვარდა.
03-01-2018
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ნოტინჰემისა და უორიკის უნივერსიტეტების მკვლევართა ჯგუფმა შეაფასა შუა საუკუნეების დროინდელი
გასულ საუკუნეში ქართველი მამაკაცი, რომელსაც სიმელოტე ტანჯავდა, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა,
კალიფორნიის უნივერსიტეტში შექმნეს მოწყობილობა, რომელიც მშობიარობის
„მე თმა ჰეალაინში გადავინერგე!“ - სავარაუდოდ, ამ სიტყვებს ამიერიდან უფრო მეტი ადამიანი იტყვის, მას შემდეგ, რაც თმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო სამეცნიერო ცენტრს,
მსოფლიოში პირველად შესაძლებელი გახდა დაბლოკილი ან შევიწროვებული არტერიებისთვის
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი, ყურყური - რატომ შეიძლება გამოიწვიოს ეს და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევასთან დაკავშირეული სხვა ნიშნები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად