რატომ კანკალებს ანგელა მერკელი? - გერმანიის კანცლერის ტრემორის შესაძლო მიზეზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ კანკალებს ანგელა მერკელი? - გერმანიის კანცლერის ტრემორის შესაძლო მიზეზები

სიტყვით გამოსვლისას, უკონტროლო კანკალის მეორე შემთხვევის შემდეგ, სულ უფრო მეტი ადამიანი სვამს კითხვას ანგელა მერკელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

კანცლერის პრეს-მდივანი ირწმუნება, რომ მერკელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულ წესრიგშია, თუმცა უეცარი ტრემორი (რომელიც მალევე წყდება) საკმაოდ შემაშფოთებელია.

ექიმების განმარტებით, ამის მიზეზი შეიძლება მხოლოდ გაუწყლოება არ იყოს, როგორც თავად მერკელმა განაცხადა  სვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრისას განვითარებული პირველი შეტევის შემდეგ.

ბერლინში მართლაც საკმაოდ ცხელა, თუმცა მეორე ეპიზოდი დილას, პრეს-კონფერენციაზე მოხდა, როდესაც ტემპერატურა ცელსიუსით 19 გრადუსი იყო. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ეპიზოდი შეიძლება პროვოცირებული იყო იმით, რომ ქალბატონ მერკელს იმ დღეს ცოტა წყალი და ბევრი ყავა ჰქონდა დალეული, ბევრი ექსპერტის მოსაზრებით მეორე შეტევა შესაძლებელია უფრო ფსიქოლოგიურ მიზეზებთან ყოფილიყო დაკავშირებული (მათ შორის შეტევის განმეორების შიში).

ორგანიზმში წყლის ნაკლებობა მაინც ერთადერთ სამუშაო ვარიანტად რჩება. ნევროლოგი პიტერ ჰარარდი MailOnline-თან ინტერვიუში ხსნის, რომ სიმპტომები ძალიან ჰგავს ორთოსტატიკურ ტრემორს - იშვიათ ნევროლოგიურ მდგომარეობას, რომელსაც ახასიათებს სხეულის ერთი ან რამოდენიმე ნაწილის უნებლიე კანკალი.

როგორც ჰარარდი განმარტავს, სტრესი აღრმავებს კანკალს და შედეგად პაციენტი ხვდება ჩაკეტილ წრეში, იმდენად, რამდენადაც ტრემორის მუდმივი შიშით ადამიანი მეტად შფოთავს, რაც ლოგიკურად ზრდის განმეორებითი ეპიზოდების შანსს.

თავად ტრემორი გრძელდება რამოდენიმე წამი და აღმოცენდება უმიზეზოდ. რაც შეეხება რისკის ჯგუფებს, ეს ხშირად აღენიშნებათ 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს.

სპეციალისტები ასევე საუბრობენ, რომ ტრემორი შეიძლება პროვოცირებული ყოფილიყო ფარისებრი ჯირკვლის ზედმეტი აქტიურობით ან სისხლში შაქრის დონის მკვეთრი ვარდნით. თუმცა მსგავსი რამ შეიძლება იყოს მედიკამენტების გვერდითი ეფექტი ან ინფექციის სიმპტომიც.

ზოგადად, ანგელა მერკელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. გერმანული კანონები ამ თვალსაზრისით ძალიან მკაცრია და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსაც წესების დაცვა უწევთ. თუმცა 2014 წელს კანცლერმა მოულოდნელად შეწყვიტა ინტერვიუ არტერიული წნევის მკვეთრი დაწევის გამო, რასაც ასევე შეიძლება გამოეწვია ტრემორი.

ექიმები თანხმდებიან იმაზე, რომ აღნიშნული შეტევა არ ჰგავს პარკინსონის დაავადების თანმხლებ ტრემორს.