News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

მედიკოსებმა მამაკაცებისთვის აუცილებელი ანალიზების ნუსხა შეადგინეს

მამაკაცების უმრავლესობა იშვიათად აქცევს ყურადღებას საკუთარ ჯანმრთელობას. თუმცა, თითოეულმა კაცმა უნდა ჩააბაროს გარკვეული სახის ანალიზები. 35 წლის ზემოთ მამაკაცმა რეგულარულად უნდა გაისინჯოს ქოლესტერინის დონე. ამ მაჩვენებლით შეიძლენა შეფასდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკი.

ასპარტატამინოტრანსფერაზას და ალანინამინოტრანსფერაზას მაჩვენებლები ადამიანის გულისა და ღვიძლის მდგომარეობას გვიჩვენებს. აღნიშნული ფერმენტები პასუხისმგებელია ნივთიერებათა ცვლაზე. მათი დეფიციტისას შეიძლება აღინიშნებოდეს ქსოვილებისა და ორგანოების რღვევის პროცესი. ტესტოსტერონი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია მამაკაცის ორგანიზმში.

პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის საშუალებით შესაძლებელია განისაზღვროს პროსტატის კიბოს განვითარების რისკი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 40 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის. თავის მხრივ, ნაწლავის კიბოს დიაგნოსტირება შესაძლებელია განავალში სისხლის მიხედვით. რეკომენდებულია განავლის ანალიზის ჩატარება, პარალელურად შეიძლება ჩატარდეს კოლონოსკოპია (აჩვენებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიურ ცვლილებებს).

გამომგონებლებმა ინსულინის ალტერნატივა წარმოადგინეს

ამერიკელმა მეცნიერებმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან შეიმუშავეს კაფსულა, რომელსაც ინსულინის პერორალურად მიწოდების უნარი ექნება. ისინი გვპირდებიან, რომ დიაბეტით დაავადებულებს მტკივნეული ინექციებისაგან იხსნიან. კაფსულის შიგნით არის ნემსი შეკუმშული ინსულინით.

ცხოველებზე ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ კაფსულა საკმარის ინსულინს აწვდის სისხლში შაქრის ეფექტურად დასაწევად. კაფსულის შიგთავსი შეკუმშული ლიოფილიზებული ინსულინია. ნემსი მიმაგრებულია შეკუმშულ ზამბარასთან შაქრიან დისკზე. სითხე კუჭში ხსნის შაქრიან დისკს, რაც ხსნის ზამბარას და ნემსი შეჰყავს კუჭის კედელში.

განსაკუთრებული ფორმის წყალობით, კაფსულას შეუძლია საჭირო მიმართულება მიიღოს კუჭის კედელთან ნემსის გარანტირებული კონტაქტისათვის. სისხლში ინსულინის სრულად გამოსათავისუფლებლად დაახლოებით ერთი საათია საჭირო. ღორებზე ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ შესაძლებელია 300 მკგ ინსულინის წარმატებით მიწოდება. მოგვიანებით მეცნიერებმა შეძლეს დოზის 5 მგ-მდე გაზრდა.