News - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

News

News
მედიკოსებმა მამაკაცებისთვის აუცილებელი ანალიზების ნუსხა შეადგინეს

მამაკაცების უმრავლესობა იშვიათად აქცევს ყურადღებას საკუთარ ჯანმრთელობას. თუმცა, თითოეულმა კაცმა უნდა ჩააბაროს გარკვეული სახის ანალიზები. 35 წლის ზემოთ მამაკაცმა რეგულარულად უნდა გაისინჯოს ქოლესტერინის დონე. ამ მაჩვენებლით შეიძლენა შეფასდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკი.

ასპარტატამინოტრანსფერაზას და ალანინამინოტრანსფერაზას მაჩვენებლები ადამიანის გულისა და ღვიძლის მდგომარეობას გვიჩვენებს. აღნიშნული ფერმენტები პასუხისმგებელია ნივთიერებათა ცვლაზე. მათი დეფიციტისას შეიძლება აღინიშნებოდეს ქსოვილებისა და ორგანოების რღვევის პროცესი. ტესტოსტერონი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია მამაკაცის ორგანიზმში.

პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის საშუალებით შესაძლებელია განისაზღვროს პროსტატის კიბოს განვითარების რისკი, რაც
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 40 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის. თავის მხრივ, ნაწლავის კიბოს დიაგნოსტირება შესაძლებელია განავალში სისხლის მიხედვით. რეკომენდებულია განავლის ანალიზის ჩატარება, პარალელურად შეიძლება ჩატარდეს კოლონოსკოპია (აჩვენებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიურ ცვლილებებს).


გამომგონებლებმა ინსულინის ალტერნატივა წარმოადგინეს


ამერიკელმა მეცნიერებმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან შეიმუშავეს კაფსულა, რომელსაც ინსულინის პერორალურად მიწოდების უნარი ექნება.
ისინი გვპირდებიან, რომ დიაბეტით დაავადებულებს მტკივნეული ინექციებისაგან იხსნიან. კაფსულის შიგნით არის ნემსი შეკუმშული ინსულინით.

ცხოველებზე ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ კაფსულა საკმარის ინსულინს აწვდის სისხლში შაქრის ეფექტურად დასაწევად. კაფსულის შიგთავსი შეკუმშული ლიოფილიზებული ინსულინია. ნემსი მიმაგრებულია შეკუმშულ ზამბარასთან შაქრიან დისკზე. სითხე კუჭში ხსნის შაქრიან დისკს, რაც ხსნის ზამბარას და ნემსი შეჰყავს კუჭის კედელში.

განსაკუთრებული ფორმის წყალობით, კაფსულას შეუძლია საჭირო მიმართულება მიიღოს კუჭის კედელთან ნემსის გარანტირებული კონტაქტისათვის. სისხლში ინსულინის სრულად გამოსათავისუფლებლად დაახლოებით ერთი საათია საჭირო. ღორებზე ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ შესაძლებელია 300 მკგ ინსულინის წარმატებით მიწოდება. მოგვიანებით მეცნიერებმა შეძლეს დოზის 5 მგ-მდე გაზრდა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
ბევრი ადამიანი ინტერნეტით უკვეთავს საკვებს და ახორციელებს ონლაინ შესყიდვებს. ექსპერტების აზრით, უახლოეს
დეა პაპასკირი: პლასტიკური ქირურგი, მედიცინის დოქტორი და კლინიკა „დეამედის“ დამფუძნებელი,
ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შესატანი ცვლილებების მიხედვით, პენსიონერებს,
მეცნიერებმა ბრაზილიური ობობას შხამის საფუძველზე შექმნეს პოტენციის ასამაღლებელი ახალი გელი.
5-6 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო "შერატონი ბათუმი" საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის
ოფიციალურ ღონისძიებაზე, გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად