News - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

News

News
ინჟინრებმა სტეტოსკოპი უნიკალურ დიაგნოსტიკურ სისტემად გადააქციეს

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა და მათმა კოლეგებმა, კომპანიიდან შონავი აბს, შეაერთეს სტეტოსკოპი და ხელოვნური ინტელექტი. მათ მიიღეს სისტემა, რომელსაც შეუძლია ფილტვის ხმიანობის მიხედვით პნევმონიის დიაგნოსტირება. სისტემა სრულად გამორიცხავს ადამიანის ფაქტორით გამოწვეულ შეცდომას. ხმიანობის გაფილტვრის ტექნოლოგია და პნევმონიისთვის დამახასიათებელი ხმის ზუსტი გაგება დიაგნოსტიკის სიზუსტეს 87%-მდე ზრდის.

ინჟინრებმა სტეტოსკოპის ორი ვარიანტი წარმოადგინეს - Feelix და Feelix Pro. სისტემების ოფიციალური პრეზენტაცია ამ წელს მოხდება. ინჟინრების თქმით, ახალმა სტეტოსკოპებმა შეიძლება ექიმების გარეშეც კი იმუშაოს. სისტემა თავად კრებს მონაცემებს
და ექიმთან გზავნის კომპიუტერზე მთელ ინფორმაციას.

ამასთან ერთად, ცნობილია, რომ სხვა დაავადებები, როგორებიცაა ასთმა, პლევრიტი და კიბო, ასევე ცვლის სუნთქვის ნორმალურ ხმიანობას. დიაგნოზის სწორად დასასმელად საჭიროა არა მარტო მოსმენილი ხმიანობის სწორი შეფასება, არამედ სტეტოსკოპის სხეულზე სწორი განთავსებაც. ახალი სისტემა სრულად გამორიცხავს ამ პრობლემას.

მას გააჩნია
ხმიანობის აქტიური კონტროლის ფუნქცია, ამდენად სტეტოსკოპს შეუძლია ნებისმიერ გარემოში მუშაობა და ფილტვების ანომალიური ხმიანობის გამოვლენა. სისტემა აშორებს გვერდით ხმიანობებს, მაგალითად, გულისცემის ხმას. გარეთა მიკროფონი აფიქსირებს უცხო ხმას და შემდგომ ხდება ადაპტაცია - ეს ბგერები შორდება საერთო ჩანაწერიდან. თავის მხრივ, ხელოვნური ინტელექტი ეყრდნობა დაახლოებით 1500 პაციენტის ხმიანობის მონაცემს დიაგნოსტიკის ხარისხის გასაზრდელად.


უჩვეულო იმპლანტი აღადგენს თავის ტვინში კავშირებს


მეცნიერებმა შექმნეს ნეირონებს შორის ელექტრონული შუამავალი, რომლის ზომაც 1 სმ2. დიდი ზომის გამო მისი იმპლანტაცია ადამიანის თავის ტვინში ჯერჯერობით შეუძლებელია. თუმცა, მეცნიერების თქმით, ნანოტექნოლოგიების საშუალებით პერსპექტივაშია მოწყობილობის შემცირება შესაბამის ზომებამდე. ეს კი ექიმებს თავის ტვინის ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის ახალ დონეზე წარმართვის საშუალებას მისცემს.

თავის ტვინის მძიმე ტრავმის შემდეგ ნეირონებს შორის კავშირი იკარგება. მათ აღდგენას კი ხელოვნურად შექმნილი შუამავალი დაეხმარება. ის შეეწევა ეპილეფსიით დაავადებულ, კუნთების ატროფიის მქონე ადამიანებსაც. მოწყობილობის საფუძველზე შესაძლებელია ახალი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაც.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
მას შემდეგ, რაც 1978 წელს პირველი "სინჯარის" ბავშვი დაიბადა, მსოფლიოში 6,5 მლნ-მდე ახალი სიცოცხლე გაჩნდა ამ მეთოდით.
ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილს, 1 წლის ალექსი პატურაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
"ბიჭია, ბიჭი"- წერს ილო ბეროშვილი ანი ბებიასთან ერთად სოციალურ გვერდზე. წყვილმა შეიტყო, რომ მალე ვაჟის მშობლები გახდებიან.
C ჰეპატიტის პროგრამის წარმატებას ეჭვის ქვეშ არ აყენებს არავინ დედამიწის ზურგზე, ქართველების გარდა,
"საპენსიო სააგენტო" ახალ დირექტორს ეძებს. შესაბამისი ვაკანსია 10 იანვარს გამოქვეყნდა და განაცხადების მიღება 31 იანვრამდე იწარმოებს.
4 ათასი დოზა გრიპის ვაქცინა სტრატეგიულ მარაგში გვიდევს, რომელიც განკუთვნილია რისკ ჯგუფებისთვის,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად