News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ხელოვნური სისხლძარღვები დიაბეტით დაავადებულთათვის ნამდვილი ხსნა იქნება

კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების განცხადებით, ხელოვნური სისხლძარღვების სისტემის შექმნით დიაბეტის მკურნალობაში გადატრიალების მოხდენა შეუძლიათ. ცნობილია, რომ დიაბეტის დროს სისხლძარღვებში ბაზალური მემბრანის ანომალიური გასქელება აღინიშნება.

აღნიშნული გასქელება არღვევს ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდებას უჯრედებისა და ქსოვილებისათვის. ამის გამო აღინიშნება პრობლემათა მთელი ნაკრები - თირკმელების უკმარისობა, სიბრმავე, გულის შეტევა და ინსულტი.

სპეციალისტებმა „აიძულეს“ ღეროვანი უჯრედები სისხლძარღვების ჩამოსაყალიბებლად. აღნიშნული სისხლძარღვები მოათავსეს დიაბეტით დაავადებული ადამიანის ორგანიზმის მსგავს გარემოში. აღმოჩნდა, რომ ხელოვნურად გამოყვანილი სისხლძარღვების მემბრანაც დიაბეტიანების ნამდვილ მემბრანასავით სქელდებოდა. მეცნიერებმა დაიწყეს იმ ნაერთის ძიება, რომელსაც ამ გასქელების შეჩერების უზრუნველყოფა შეეძლება. შესაბამისი ნაერთი აღმოჩნდა ენზიმი γ-სეკრეტაზა.

ექსპერტების აზრით, γ-სეკრეტაზის შემამუხრუჭებელმა აქტივობამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს დიაბეტიანების მდგომარეობა. მეცნიერებმა ასევე მიიღეს უნივერსალური ტესტ-სისტემა, რომელიც გულ-სისხლძარღვთა და ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალო მრავალი წამლის ეფექტიანობის შემოწმების საშუალებას იძლევა.

სხეულის ახალი პლასტირი ადამიანის ჯანმრთელობაზე ოფ ლის საშუალებით იზრუნებს

ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის ხშირი კონტროლი ესაჭიროებათ, ახალი პლასტირი შეუცვლელი საშუალებაა. ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს მცირე ზომის ხვრელის მქონე სენსორი, რომლის საშუალებითაც სენსორის შიგნით ხვდება ოფლი.

სენსორი აფასებს პH-ის დონეს, სისხლში ლაქტატისა და შაქრის დონეს, შეგროვილ ინფორმაციას კი უკაბელო არხით აგზავნის სმარტფონზე. მართალია, ოფლი ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრულ ინფორმაციას არ იძლევა, მაგრამ მისი ანალიზი წარმატებულად გამოიყენება მუკოვისციდოზით დაავადებული პაციენტების მდგომარეობის შესაფასებლად. ეს დარღვევა გენეტიკური მუტაციის შედეგია, რომელიც იწვევს ბიოლოგიური სითხეების, მათ შორის ლორწოსა და ოფლის, წარმომქნელი უჯრედების ანომალიას.

ნორმალური მუშაობისას სითხეებიდან უნდა გაიფილტროს გარკვეული მოცულობის ქლორიდი. თუ ლორწოში ძალიან ბევრი ქლორიდი რჩება, ის ხდება ბლანტი და სასუნთქი სისტემა მწყობრიდან გამოჰყავს. რადგან ოფლსაც და ლორწოსაც ერთი და იგივე უჯრედები აწარმოებენ, ოფლით შესაძლებელი იქნება იმის გაგება, რამდენად პროგრესირებს მუკოვისციდოზი ან რამდენად კარგად უმკლავდება სპორტსმენის სხეული დატვირთვას.