News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ეს დაავადების კარგი მარკერია. ახლა მეცნიერები მუშაობენ ინვაზიური მეთოდის, პუნქციის გარეშე მისი დონის განსაზღვრაზე. მათი განცხადებით, შესაძლებელია სისხლში ცილის კონცენტრაციის შეფასება. სისხლში კონცენტრაცია იზრდება იმავე სიჩაქრით, როგორითაც ტვინი კარგავს ნეირონებს და შრება.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის თანამშრომლების აზრით, ცილაზე სისხლის ანალიზი უნდა გაკეთდეს შუა ასაკში. მათი სამეცნიერო სამუშაო მოიცავს ორ ექსპერიმენტს. დასაწყისში სამუშაოში ჩართეს 250 ადამიანი ცილასთან დაკავშირებული გენეტიკური მუტაციით და მათი ნათესავები მუტაციის გარეშე. ყველა მოხალისეს უტარდებოდა ტვინის სკანირება, კოგნიტური ტესტები და აბარებდა სისხლის ანალიზს 2-3 წელში. მუტაციის მქონე ადამიანებს დასაწყისშივე ცილის კონცენტრაცია მაღალი ჰქონდათ და წლის განმავლობაში დაკვირვებისას ის მხოლოდ მატულობდა.

მეორე კვლევით გააანალიზეს დაახლოებით 40 ადამიანის მდგომარეობა ნეიროფილამენტის გენის დეფექტით. მოხალისეებში ცილის დონე მნიშვნელოვნად მატულობდა ორი წლის მანძილზე. მათ ჰქონდათ ნაკლები ნეირონები და უფრო უჭირდათ კოგნიტური უნარებისა და მეხსიერების ტესტები. ცილის კონცენტრაციის ზრდის სიჩქარე შეესაბამებოდა ტვინის ნეირონების კვდომის სიჩქარეს.

ცილის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება დემენციის, ჰანგინგტონის დაავადების, გაფანტული სკლეროზის სიმპტომების, ასევე სპორტსმენთა თავის ტრავმის დროს.

რწევა მხოლოდ ბავშვებს როდი უხდებათ

ძილის ხარისხის გასაზრდელად მოზრდილებმა შეიძლება ჰამაკში დაძინება სცადონ. როგორც კვლევამ აჩვენა, დარწევა უფრო სწრაფად დაძინებასა და უკეთ გამოძინებას ეხმარება. ჟენევის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა 18 მოზრდილ ადამიანს სთხოვეს, ერთი ღამე დაეძინათ ჩვეულებრივ საწოლში, მეორე კი ჰამაკივით დასარწევ საწოლში. სწორედ დასარწევ საწოლში ადამიანები 6 წუთით ადრე იძინებდნენ და იშვიათად იღვიძებდნენ ღამე. ძილის უფრო მაღალ ხარისხზე მეტყველებდა მიკროაღგზნების ნაკლები მაჩვენებელი. მეორე დღეს მოხალისეები უკეთესად უმკლავდებოდნენ სწავლასა და მუშაობას, რადგან ძილი უმნიშვნელოვანესია ინფორმაციის შესანახად. თეორიის თანახმად, დარწევისას ვესტიბულური სისტემა აქტიურდება და ძილის მაკონტროლებელი ტვინის ტალღები სინქრონიზდება. შესაძლოა, ეს ადაპტაციური მექანიზმია, რადგანაც მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფი სტატიკურად არ არის. ამიტომ, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ დარწევა ამცირებს მიკროგამოფხიზლების რაოდენობას 35 ეპიზოდით. რწევის დამსახურებით ადამიანები ღამის ძილის 27%-ზე მეტს ღრმა ძილის ფაზაში ატარებენ (ჩვეულებრივ, საწოლში დაძინებულთათვის ეს მაჩვენებელი 22% იყო).