20 ივნისის ღამის დეტალები - რა ხდებოდა "ნიუ ჰოსპიტალსში" - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

20 ივნისის ღამის დეტალები - რა ხდებოდა "ნიუ ჰოსპიტალსში"

20 ივნისის ღამის დეტალები - რა ხდებოდა "ნიუ ჰოსპიტალსში"
2019 წლის 20 ივ­ნი­სი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ უმ­ძი­მეს ღა­მედ დარ­ჩე­ბა. ამ ღა­მეს 300-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, რო­მელ­თა ნა­წილ­საც ჰოს­პი­ტალ­ში გა­დაყ­ვა­ნა დას­ჭირ­და. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დახ­მა­რე­ბა "ნიუ ჰოს­პი­ტალსმა". კლი­ნი­კის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ ამ მძი­მე ღა­მეს 24 და­შა­ვე­ბუ­ლი მი­ი­ღეს სხვა­დას­ხვა სა­ხის და სირ­თუ­ლის მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით. მათ შო­რის იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი თვა­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, რო­მელ­თაც გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი ჩა­უ­ტარ­დათ და "ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის" ექი­მე­ბის თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის წყა­ლო­ბით მათ უმე­ტე­სო­ბას მხედ­ვე­ლო­ბა შე­უ­ნარ­ჩუნ­და.

კლი­ნი­კა­სა და ექი­მე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც 20 ივ­ნი­სი ღა­მის პრო­ცე­სებ­ში აქ­ტუ­რად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი, "ნიუ ჰოს­პი­ტა­ლის" სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კორ­ძა­ხია
გვე­სა­უბ­რე­ბა:

- 20 ივ­ნი­სის ღა­მეს ძი­რი­თა­დად რა და­ზი­ა­ნე­ბით შე­მო­დი­ოდ­ნენ პა­ცი­ენ­ტე­ბი?


- ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ შე­მო­ვი­და 24 პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­თა უდი­დეს ნა­წილს ჰქონ­და სა­ხის ძვლე­ბის და თვა­ლე­ბის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. ასე­ვე, იყო სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა მი­და­მო­ე­ბის რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბის ტყვი­ით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი და მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი.

- რამ­დე­ნი გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და ამ
ღა­მეს და ძი­რი­თა­დად, რა ოპე­რა­ცი­ე­ბი იყო?


- 20 ივ­ნი­სის ღა­მეს კლი­ნი­კა­ში შე­მოყ­ვა­ნილ პა­ცი­ენ­ტებს სხვა­დას­ხვა სა­ხის 12 გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­დათ. გა­კეთ­და სხვა­დას­ხვა სირ­თუ­ლის 7 ოფ­თალ­მო­ლო­გი­უ­რი ოპე­რა­ცია, კერ­ძოდ, ნაფ­ლე­თო­ვა­ნი ჭრი­ლო­ბე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა, თვალ­ში­და მრავ­ლო­ბი­თი უცხო სხე­უ­ლის ამო­ღე­ბა, სკლე­რის გამ­ჭო­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ორი პა­ცი­ენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში თვა­ლის კაკ­ლის ენუკ­ლე­ა­ცი­ის (თვა­ლის სრუ­ლად ამო­ღე­ბა) გა­კე­თე­ბა მოგ­ვი­წია. ასე­ვე, ჩა­ტარ­და 4 ყბა-სა­ხის ქი­რურ­გი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რა - სა­ხის ძვლე­ბის ოს­ტე­ო­სინ­თე­ზი და რე­პო­ზი­ცია და 1 ტრავ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ოპე­რა­ცია - ჭრი­ლო­ბე­ბის ქი­რურ­გი­უ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა.

- უმე­ტე­სად თვა­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბით შე­მო­დი­ოდ­ნენ პა­ცი­ენ­ტე­ბი. რამ­დე­ნად რთუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი ფიქ­სირ­დე­ბო­და?


- თვა­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით კლი­ნი­კა­ში შე­მო­ვი­და 8 პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­თა შო­რის 7 პა­ცი­ენტს ჩა­უ­ტარ­და თვა­ლის გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია. 5 პა­ცი­ენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და და პა­ცი­ენ­ტებს მხედ­ვე­ლო­ბა შე­უ­ნარ­ჩუნ­დათ. 2 მათ­გა­ნის შემ­თხვე­ვა­ში კი ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ მხედ­ვე­ლო­ბა სრუ­ლად არ და­უ­კარ­გავთ პა­ცი­ენ­ტებს, რო­მელ­თაც თვა­ლის ენუკ­ლე­ა­ცია ჩა­უ­ტარ­დათ, რამ­დე­ნა­დაც მათ შე­უ­ნარ­ჩუნ­დათ მე­ო­რე თვა­ლი.

ასე­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ოფ­თალ­მო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან 4 პა­ცი­ენტს თვა­ლის ოპე­რა­ცი­ის გარ­და დას­ჭირ­და ყბა-სა­ხის ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა. ეს ოპე­რა­ცი­ე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უ­ჩე­რებ­ლად ტარ­დე­ბო­და. ჩვე­ნი ექი­მე­ბი თავ­და­უ­ზო­გა­ვად მუ­შა­ობ­დნენ შე­თან­ხმე­ბუ­ლად და შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე. თვა­ლის ოპე­რა­ცი­ე­ბის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტებს უტარ­დე­ბო­დათ ყბა-სა­ხის ქი­რურ­გი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი.

mkurnali.ge

- მოგ­ვი­ყე­ვით ექი­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, უწყვეტ რე­ჟიმ­ში ატა­რებ­დნენ სას­წრა­ფო გა­და­უ­დე­ბელ ქი­რურ­გი­ულ პრო­ცე­დუ­რებს.

- იმ ღა­მეს კრი­ტი­კუ­ლი და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი მი­ხე­ილ ბე­რი­აშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გა­უ­ჩე­რებ­ლად მუ­შა­ობ­და. პა­ცი­ენ­ტებს სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სებს უწევ­დნენ ექი­მი ინგა აბუ­აშ­ვი­ლი და მო­რი­გე პერ­სო­ნა­ლი.

ოფ­თალ­მო­ლო­გი­უ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი ჩა­ტარ­და ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ლე­ვან მას­ხა­რაშ­ვი­ლის და ცენ­ტრის ოფ­თალ­მო­ლო­გე­ბის მა­რი­ამ გო­ლო­ვა­ჩო­ვას, ნინო ლა­ღი­ძის და მა­რი­ამ აღ­დგო­მე­ლაშ­ვი­ლის მიერ.

მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბულ ოპე­რა­ცი­ე­ბის ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი­ურ პრო­ცე­დუ­რებს უზ­რუნ­ველ­ყოფ­და ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი პა­ა­ტა პა­ა­ტიშ­ვი­ლი. ურ­თუ­ლეს ქი­რურ­გი­ულ პრო­ცე­დუ­რებს ატა­რებ­და ყბა-სა­ხის ქი­რურ­გი ზუ­რაბ ედი­შე­რაშ­ვი­ლი. ასე­ვე, ოპე­რა­ცი­ე­ბი ჩა­ა­ტა­რა ტრავ­მა­ტო­ლოგ­მა ოთარ სი­რა­ძემ.

- ამ­ჟა­მად რამ­დე­ნი და­შა­ვე­ბუ­ლი რჩე­ბა კლი­ნი­კა­ში და რო­გო­რია პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა?

- ამ­ჟა­მად "ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის" სტა­ცი­ო­ნარ­ში მკურ­ნა­ლო­ბას აგ­რძე­ლებს 6 პა­ცი­ენ­ტი. მათი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და ექი­მე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან. 2 პა­ცი­ენ­ტის ბი­ნა­ზე გა­წე­რა უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იგეგ­მე­ბა.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
20-21 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლის დროს დაშავებულებიდან 19 ადამიანი კვლავ კლინიკებში
24-06-2019
თბილისის კლინიკებში 20-21 ივნისის მოვლენებისას დაშავებული 28 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას.
23-06-2019
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
პროექტის მიზანია დიაბეტის და დიაბეტური რეტინოპათიის ადრეული დიაგნოსტიკა და პაციენტზე ზრუნვის
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჰორმონი გრელინი,
ნორმაში, ადამიანი უნდა სუნთქავდეს ცხვირით, რათამოხდეს შესუნთქული ჰაერის ნაკადისგაფილტვრა, გათბობა, დატენიანება და ოპტიმალური წნევითფილტვებში ჩაშვება.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად