"ორი ოპერაცია თვალის ამოღებით დასრულდა" - "ნიუ ჰოსპიტალსის" დირექტორი რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაშავებულებზე
პარლამენტის წინ აქციის დროს დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. როგორც კორძახიამ განაცხადა, კლინიკაში გუშინ 24 ადამიანი შეიყვანეს.
მისივე თქმით, 24-დან ოთხს ოპერაცია ჩაუტადა.
"ორს აღენიშნება თვალის მძიმე დაზიანება, რომელიც დამთავრდა ენუკლიაციით", - განაცხადა გიორგი კორძახიამ.