„კარდიოექსპრესი“ - ნდობასა და პროფესიონალიზმზე დამყარებული 25 წლიანი გამოცდილება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„კარდიოექსპრესი“ - ნდობასა და პროფესიონალიზმზე დამყარებული 25 წლიანი გამოცდილება

გადაუდებელი კარდიოლოგიური მდგომარეობა შეიძლება უეცრად დადგეს და ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ელვისებური სისწრაფით განვითარდეს. ასეთ შემთხვევაში გულსისხლძარღვთა დაავადების შემდგომი მიმდინარეობა და გამოსავალი პირდაპირ კავშირშია დროულად აღმოჩენილ დახმარებასთან.

„კარდიოექსპრესი“ 25 წლის განმავლობაში, თანამედროვე კარდიოლოგიის მიღწევების შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეფექტურად და დროულად ახორციელებს:

- აუცილებელ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;

- რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარებას ნებისმიერ პირობებში;

-სხვადასხვა სახის არითმიით, გულის იშემიური დაავადებებით (მიოკარდიუმის მწვავეინფარქტი, სტენოკარდია), გულის უკმარისობითა და სხვა კარდიოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისათვის მკურნალობის ადექვატური კურსის დანიშვნას;

მსოფლიო სტანდარტების დონის შესაბამისი მკურნალობის ჩატარების საშუალებას იძლევა მაღალი დონის სპეციალისტების გამართული მოქმედება, უახლესი აპარატურა და სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა.

„კარდიოექსპრესის“ მანქანები აღჭურვილია უახლესი მოწინავე აპარატურით, რაც ტრანსპორტირებისას პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაციის საშუალებას იძლევა.

მკურნალობის ყველა ეტაპზე გამოიყენება როგორც საუკეთესო სამკურნალო საშუალებები, ისე თანამედროვე აპარატურა- რაც სერიოზული გართულებების, დაავადებების ქრონიკული ფორმებისა და რეციდივების განვითარების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე დარღვევებისას, დროის დაკარგვამ შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. „კარდიოექსპრესის“ სასწრაფო სამედიცინო დახმარება მოიცავს ექსტრემალური ღონისძიებების კომპლექსს, რომელიც გულისხმობს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მწვავე დარღვევების დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკასა და მკურნალობას.

„კარდიოექსპრესის“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება შესაძლებელია დღეღამის ნებისმიერ დროს, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოძახებაზე ოპერატიულად რეაგირებისა და პაციენტთან სასწრაფოდ გასვლის საშუალებას იძლევა.

გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადების მქონე პირებისათვისსამედიცინო დახმარების აღმოჩენისას აუცილებელ ასპექტს წარმოადგენს სახლში კარდიოლოგის გამოძახების, ელექტროკარდიოგრაფიის ჩატარების შესაძლებლობა. სტაციონარის პირობებისაგან განსხვავებით, ამ პროცედურის სახლში განხორციელება უმოკლეს ვადაში დიაგნოზის დასმის, გართულებების თავიდან აცილებისა და ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტის სიცოცხლის გადარჩენის საწინდარია.

„კარდიოექსპრესის“ საშუალებით პაციენტს შეუძლია სახლში მიიღოს სრულად გაშიფრული ელექტროკარდიოგრამა და კარდიოლოგის კონსულტაცია, რითაც შესაძლებელია ძვირფასი დროის ეკონომია.

„კარდიოექსპრესის“ ექიმთა გუნდისთვისპრიორიტეტულია საბოლოო შედეგი, ადეკვატური, ეფექტური მკურნალობა, პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება, პაციენტისა და მისი ახლობლების კეთილსაიმედო გამოსავალში დარწმუნება.

25 წელია რაც „კარდიოექსპრესის“ პროფესიონალთა დიდი გამოცდილების მქონე გუნდი, ოცდაოთხი საათის განმავლობაში დგას გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

„კარდიოექსპრესის“ სპეციალიზებული კარდიოლოგიური ბრიგადა თითოეული პაციენტისთვის ახორციელებს ოპერატიულ, ხარისხიან, კომფორტულ, ხელმისაწვდომ, მაღალკვალიფიციურ, მაქსიმალურად ეფექტურ და უსაფრთხო სამედიცინო დახმარებას.

R