„აგრესიის მიზეზს ვერ ვხვდები, ჯერ მე მომვარდა საცემად, მერე სამედიცინო ხელსაწყოები დააზიანა. ჯგუფში ორსულიც გვყავს და ვშიშობდი, რომ მასზეც არ მიეტანა იერიში. მოტივი გაუგებარია, აბსურდულ მიზეზს ასახელებდა, თითქოს, წინა გამოძახებისას, მის მეუღლეს ნემსი სწორად არ გავუკეთე, თუმცა, დაბეჯითებით ვერც იმას ამბობდა, წინა გამოძახებაზე მე ვიყავი
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.