რატომ გაგუდა დედამ საკუთარი შვილი სოფელ აღაიანში? - ქმრის გამწარება უნდა, ოღონდ არ უჩხუბიათ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

რატომ გაგუდა დედამ საკუთარი შვილი სოფელ აღაიანში? - ქმრის გამწარება უნდა, ოღონდ არ უჩხუბიათ

რატომ გაგუდა დედამ საკუთარი შვილი სოფელ აღაიანში? - ქმრის გამწარება უნდა, ოღონდ არ უჩხუბიათ
კასპის რაიონის სოფელ აღაიანში 16 წლის დედამ საკუთარი შვილი გაგუდა და სახლიდან გაიქცა. მომხდარი ტრაგედიის დეტალებს მოკლული ჩვილის ახლობლები ყვებიან. როგორც ჟურნალისტებს გარდაცვლილი ბავშვის ახლობელმა მარიამ დემეტრაშვილმა განუცხადა, ჩვილი ბავშვი მამამ გარდაცვლილი საწოლში იპოვა. მარიამ დემეტრაშვილის ინფორმაციით, დედამ შვილის მკვლელობის შესახებ პოლიციას აღიარებითი ჩვენება მისცა.

"მამამ გამთენიისას იპოვა შვილი გაგუდული. ბავშვი ჩაცმულ მდგომარეობაში საწოლში იწვა. დაიწყო ცოლის ძებნა, ვერსად იპოვა. ოჯახში ატყდა ამბავი. ბავშვის მამამ საკუთარ მამას დაუძახა, რადგან ცოლი ვერსად იპოვა, ამიტომ ეჭვი გაჩნდა. რატომ გაიქცა, თუ მას არაფერი დაუშავებია?
პოლიცია ადგილზე მალევე მოვიდა. ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. ჯერჯერობით ექსპტერტიზის პასუხი ცნობილი არ არის. დაკავების შემდეგ დედამ დანაშაული აღიარა. ის დეტალურად მოჰყვა, რა და როგორ ჩაიდინა. ბავშვის დედა ყვება, რომ მას შემდეგ,
რაც მეუღლემ დაიძინა და დაიძინეს ოჯახის სხვა წევრებმა, საკუთარი ხელით გაგუდა ბავშვი. მოტივი რა იყო, არ ვიცი. როგორც ყვება, ქმრის გამწარება უნდა, ოღონდ არ უჩხუბიათ, რამე კონფლიქტის სერიოზული მიზეზი არ ყოფილა არც ქმართან და არც ოჯახის წევრებთან. ვერც ქმრის და ვერც გოგოს მხარე ვერაფრით ხსნის, რა შეიძლება ამის მიზეზი ყოფილიყო. რა ვითარებაში დააკავეს ბავშვის დედა, არ ვიცი, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიღაც ბიჭს ჩააკითხა. ოჯახს ამ გოგოს დასჯა უმკაცრესი წესით უნდა",- განაცხადა მარიამ დემეტრაშვილმა.

კასპის რაიონის სოფელ აღაიანში 7 თვის ბავშვი მამამ სახლში მოკლული ორი დღის წინ იპოვა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში, პოლიციამ ბავშვის განზრაზ მკვლელობის ბრალდებით გარდაცვლილი ჩვილის დედა დააკავა, რომელიც არასრულწლოვანია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

mkurnali.ge
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სო­ფელ აღა­ი­ან­ში 16 წლის ბავ­შვი, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად დედა იყო, სა­კუ­თა­რი 7 თვის შვი­ლის მკვლე­ლი გახ­და. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან
23-05-2019
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
კატეგორიის სხვა სტატიები
"ავერსის" სააფთიაქო ქსელში ბულგარული ბრენდის "ჩიპოლინოს" საბავშვო ნაწარმის ფართო არჩევანია.
19 წლის გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი გახ­და, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მში ნო­ვო­კა­ი­ნის შეყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გან­ვი­თარ­და
როგორც გატყობინებდით, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისი მოლის მთავარ ატრიუმში
ყი­რიმ-კონ­გოს ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ცხე­ლე­ბით, ას­პინ­ძა­ში მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა.
ზეს­ტა­ფონ­ში დედა და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ბი­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.
სუინბერნის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გამოიკვლიეს წინა დღის ნაქეიფარი 100 ადამიანის მდგომარეობა. აღმოჩნდა, რომ
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად