მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედებისაგან ნამდვილი საყლაპავი მილი გაზარდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედებისაგან ნამდვილი საყლაპავი მილი გაზარდეს

აპრობირებული მეთოდიკა მომავალში სიმსივნით ან ტრავმის შედეგად დაზიანებულ ორგანოთა შეცვლის შესაძლებლობებს ქმნის – აცხადებენ ექსპერტები.

ცნობილია, რომ ცინცინატის უნივერსიტეტის თანამშრომლები წლობით აკვირდებოდნენ და შეისწავლიდნენ გენთა ჩართვა-გამორთვის თავისებურებებს ტრაქეისა და საყლაპავის ფორმირებისას ჩანასახოვან ვირთაგვებსა და ბაყაყებზე. სწორედ ამით გაარკვიეს მეცნიერებმა ის, თუ როგორ ფორმირდება ღეროვანი უჯრედებისგან საყლაპავის ქსოვილები.

დადგინდა, რომ მთავარ როლს საყლაპავისა და ტრაქეის ქსოვილებად უჯრედთა დიფერენცირებაში თამაშობს გენი - Sox2. როცა ამ გენს თიშავდნენ (გამორთავდნენ) სუნთქვის ორგანოთა ფორმირება ხდებოდა, მისი აქტივაციისას კი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქსოვილთა განვითარება მიმდინარეობდა.

მეცნიერებმა შეძლეს ისეთი პირობების შექმნა, რომელშიც გენი Sox2 ორი თვის განმავლობაში გააქტიურებული დარჩებოდა. შედეგად მიიღეს საყლაპავის ქსოვილთა ზრდა და ორგანოს მინიატურული ვერსიის ფორმირება.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ეს საინტერესო მიღწევა დიდ ცვლილებებს გამოიწვევს მედიცინაში.

თინათინ გოცაძე