სამედიცინო ტურიზმი - როგორ ვითარდება თურქეთში ქვეყნისთვის ყველაზე პრიორიტეტული დარგი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამედიცინო ტურიზმი - როგორ ვითარდება თურქეთში ქვეყნისთვის ყველაზე პრიორიტეტული დარგი

ახალ სტრატეგიად ბოლო წლებში სამედიცინო, სამკურნალო და სარეაბილიტაციო კლინიკების დაარსება და მათი პოპულარიზაცია გახდა. ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული ქვეყნის მთავრობა და ყოველწლიურად ქვეყანაში უამრავი გამოფენა და საერთაშორისო შეხვედრები იმართება სხვადასხვა ქვეყნის მედიცინის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

სამედიცინო, სპორტული და ალტერნატიული ტურიზმის გამოფენა-კონგრესი HESTOUREX 2019 ანტალიაში წელს მესამედ გაიმართა და 5 დღის განმავლობაში მასპინძლობდა 165 ქვეყნის 6000 დელეგატს, მათ შორის საქართველოდანაც.

საქართველოდან გამოფენა -კონგრესს ესწრებოდნენ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო კლინიკების მაღალკვალიფიციური ექიმები, რომლებიც აპირებენ რომ იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება, როგორც კოლეგებს, ისე პაციენტებს გაუზიარონ.

გამოფენა საინტერესო აღმოჩნდა ასევე ქართული სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებისთვისაც. სამომავლოდ ისინი უფრო უკეთ შეძლებენ ქართველ პაციენტებს ის სერვისები შესთავაზონ საზღვარგარეთ, რომლებიც საქართველოში ჯერჯერობით დანერგილი არ არის.

mkurnali.ge

HESTOUREX 2019 -ს ასობით უცხოელი სტუმარი, დარგის სპეციალისტი და მედიის 100-ით წარმომადგენელი დაესწრო. უზარმაზარ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ასობით კლინიკის წარმომადგენლები უცხოელ პარტნიორებს დაწვრილებით უხსნიდნენ მათი კლინიკის, ლოკაციის და შესაძლებლობების უპირატესობებს.

თერმული და გამაჯანსაღებელი წყლები, სამთო სათხილამურო კურორტები, სპორტის განვითარებაში ჩადებული ინვესტიცია... ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რასაც თურქეთი თავის ქვეყანაში ჩასულ ტურისტებსა თუ პაციენტებს სთავაზობს მულტიპროფილურ კლინიკებთან ერთად.

mkurnali.ge mkurnali.ge

თურქეთი ამაყობს, რომ ქვეყნის მასშტაბით უკვე 54 კლინიკა ფუნქციონირებს, რომლებსაც JCI (გაერთიანებული საერთაშორისო კომისია)-ის აკრედიტაცია აქვს. თურქეთის კლინიკებში 150 00 სპეციალისტია მეტია დასაქმებული, მათ შორის 15 000-ზე მეტი ექიმია. მაღალი სამედიცინო მომსახურების, გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და სხვა ქვეყნებთან შედარებით ხელმისაწვდომი ფასის გამო, ქვეყანას ყოველწლიურად ასი ათასობით პაციენტი აკითხავს და ეს დარგი ყოველწლიურად ხდება ქვეყნის ეკონომიკის მთავარი ძალა.

თურქეთის კლინიკებს სხვადასხვა ქვექნის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა საჭიროების პაციენტებთან და სამედიცინო ტურიზმით დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობაში THTC (თურქეთის სამედიცინო ტურიზმის ასოციაცია) ეხმარება. ორგანიზაცია სამედიცინო ტურიზმისა განვითარებისა და უცხოელი პაციენტების დახმარების მიზნით 205 წელს შეიქმნა და მსოფლიოს 95 ქვეყანაში ოპერირებს.

mkurnali.ge

ემინ ჩაქმაქი THTC-ის პრეზიდენტი:

" HESTOUREX 2019 არა მხოლოს გამოფენა-კონგრესია. აქ სხვადასხვა პლატფორმას წამოგიდგენთ. მოგეხსენებათ, სამედიცინო ტურიზმის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებააა. ჩვენს ორგანიზაციაში ევროპის ცენტრალური ქვეყნებია გაერთიანებული. მოხარული ვარ რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩვენი სტუმრები ხართ და ჩვენით ინტერესდებით".

კონგრესის ფარგლებში უცხოელი ქვეყნის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდა B2B შეხვედრების ფორმატში დეტალურად გაეგოთ იმ მომსახურებისა და ინოვაციების შესახებ, რასაც თურქეთის კლინიკები არა მარტო ადგილობრივ, არამედ უცხოელ პაციენტებსაც სთავაზობენ.

ტრადიციულად კონგრესს ესწრებოდნენ ქართული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე ინოვაციებს ადგილზე გაეცნენ.

mkurnali.ge