რატომ მეტყველებდა ბახტაძე მახათაზე გამოსვლისას უცნაურად? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ მეტყველებდა ბახტაძე მახათაზე გამოსვლისას უცნაურად?

რომლის მეტყველება უცნაურად ჟღერდა და საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვია. ზოგს ეგონა, რომ იგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა რეალურად ასეთი მეტყველების მიზეზი სულ სხვა რამ გახლდათ.

არსებობს ფენომენი, რომელსაც მეტყველების შემფერხებელი (Speech Jammer) ჰქვია - ეს არის მეტყველების დარღვევა, რომელიც იმით არის გამოწვეული, რომ ადამიანს საკუთარი ხმა ოდნავ დაგვიანებით ესმის (დაახლოებით 150 მწმ).

სწორი მეტყველებისას აუცილებელია საკუთარ ხმასთან უკუკავშირის არსებობა - ადამიანი კი არ ფიქრობს როგორ წარმოთქვას წინადადება, რა მოძრაობები უნდა ჩაატაროს ამისათვის, არამედ პირი ავტომატურად მოძრაობს. ტვინი განუწყვეტლივ აღიქვამს და უსმენს ჩვენს ხმას რეალურ დროში, რათა ხმა ისე ჟღერდეს, როგორც ჩვენ გვსურს. ეს პროცესი შეიძლება შევადაროთ თოკზე გავლას. ჩვენ არ გვაქვს მეტყველებისთვის საჭირო დაგეგმილი მოძრაობები. გონება თავისით აანალიზებს და ასწორებს მას. ამიტომ არის, რომ სმენადაქვეითებულებს უჭირთ მკაფიო მეტყველება. როცა ჩვენი ხმა დაგვიანებულად გვესმის რაიმე მიზეზის გამო, ტვინი არეულად აღიქვამს იმას, რასაც რეალურად ვლაპარაკობთ და სწორებას აკეთებს დაგვიანებულ ხმაზე. ამის გამო მეტყველება ხდება ძალიან უცნაური. თუ თოკზე სიარულისას ჩვენი წონასწორობის გრძნობა ჩამორჩება ერთი წამით, ჩვენ ჩამოვვარდებით, რადგან აუცილებელია გარემოსთან კავშირი რეალურ დროში.

ვიდეოს პირველ ნაწილში ხედავთ, როგორ მეტყველებს პრემიერი, მეორე ნაწილში კი ნახავთ ზუსტად ანალოგიურ მეტყველებას Speech Jammer-ის ფენომენის გამო.

აქვე გთავაზობთ პროგრამას, რომლის გამოყენებითაც შეგიძლიათ, გამოსცადოთ ეს ფენომენი საკუთარ თავზე. ამისთვის დაგჭირდებათ მიკროფონი და ყურსასმენები (ლინკზე გადასასვლელად დააჭირეთ ფოტოს).

mkurnali.ge