რატომ მეტყველებდა ბახტაძე მახათაზე გამოსვლისას უცნაურად? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

რატომ მეტყველებდა ბახტაძე მახათაზე გამოსვლისას უცნაურად?

12 მაისს მახათაზე ტაძრის კურთხევის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერი, მამუკა ბახტაძე, რომლის მეტყველება უცნაურად ჟღერდა და საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვია. ზოგს ეგონა, რომ იგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა რეალურად ასეთი მეტყველების მიზეზი სულ სხვა რამ გახლდათ. 

არსებობს ფენომენი, რომელსაც მეტყველების შემფერხებელი (Speech Jammer) ჰქვია - ეს არის მეტყველების დარღვევა, რომელიც იმით არის გამოწვეული, რომ ადამიანს საკუთარი ხმა ოდნავ დაგვიანებით ესმის (დაახლოებით 150 მწმ). 

სწორი მეტყველებისას აუცილებელია საკუთარ ხმასთან უკუკავშირის არსებობა - ადამიანი კი არ ფიქრობს როგორ წარმოთქვას წინადადება, რა მოძრაობები უნდა ჩაატაროს
ამისათვის, არამედ პირი ავტომატურად მოძრაობს. ტვინი განუწყვეტლივ აღიქვამს და უსმენს ჩვენს ხმას რეალურ დროში, რათა ხმა ისე ჟღერდეს, როგორც ჩვენ გვსურს. ეს პროცესი შეიძლება შევადაროთ თოკზე გავლას. ჩვენ არ გვაქვს მეტყველებისთვის საჭირო დაგეგმილი მოძრაობები. გონება თავისით აანალიზებს და ასწორებს მას. ამიტომ არის, რომ სმენადაქვეითებულებს უჭირთ
მკაფიო მეტყველება. როცა ჩვენი ხმა დაგვიანებულად გვესმის რაიმე მიზეზის გამო, ტვინი არეულად აღიქვამს იმას, რასაც რეალურად ვლაპარაკობთ და სწორებას აკეთებს დაგვიანებულ ხმაზე. ამის გამო მეტყველება ხდება ძალიან უცნაური. თუ თოკზე სიარულისას ჩვენი წონასწორობის გრძნობა ჩამორჩება ერთი წამით, ჩვენ ჩამოვვარდებით, რადგან აუცილებელია გარემოსთან კავშირი რეალურ დროში. 

ვიდეოს პირველ ნაწილში ხედავთ, როგორ მეტყველებს პრემიერი, მეორე ნაწილში კი ნახავთ ზუსტად ანალოგიურ მეტყველებას Speech Jammer-ის ფენომენის გამო.

აქვე გთავაზობთ პროგრამას, რომლის გამოყენებითაც შეგიძლიათ, გამოსცადოთ ეს ფენომენი საკუთარ თავზე. ამისთვის დაგჭირდებათ მიკროფონი და ყურსასმენები (ლინკზე გადასასვლელად დააჭირეთ ფოტოს). 


mkurnali.ge






ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 20-05-2019
სიმართლე
ეს ფენომენი შეიძლება მართლაც არსებობს, მაგრამ ამ გამოსვლასთან არავითარი კავშირი არა აქვს, რადგან მის გარდა სხვებიც გამოვიდნენ სიტყვით, იგივე მიკროფონით და ჩვეულებრივ მეტყველებდნენ! სიმართლე კი ისაა, რომ მას შემდეგ რაც ბახტაძემ დადო სატანური გარიგება, ეკლესიასთან მიახლოვებისას ეწყება ეშმაკით შეპყრობილი პიროვნებისათვის დამახასიათებელი ბოდვითი აშლილობა! ესაა წმ.მამების პატერიკებში აღწერილი რეალობა! სატანისათვის სულის მიყიდვის შემდეგ ბახტაძემ გააკეთა სატანური განცხადება ევროკავშირის ტრიბუნიდან, რომ მხოლოდ მარგინალები (ანუ საზოგადოებიდან გარიყულები) ეწინააღმდეგებიან გეი პარადს საქართველოში! ე.ი. მან საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა და მათ შორის ჩვენი პატრიარქი მოიხსენია საზოგადოებიდან გარიყულებად! ეს პიროვნება არის დემონებით შეპყრობილი და საჭიროებს ეგზორციზმს (ეშმაკის განდევნის წმ. რიტუალი), შემდეგ კი სინანულით პატიებაც უნდა სთხოვოს მთელს ქართველ ერს, რომ თავისი მაღალი ხელფასისათვის და თანამდებობის შენარჩუნებისათვის, შეურაწყოფა რომ მოგვაყენა! თორე შეირაცხება ქართველთა სისხლისმსმელ ტურად..
თარიღი : 16-05-2019
მე ვარ ერთადერთი (?)
სამედიცინო საიტზეც კი ბოღმა კომენტარებია. რა ბოღმა ხალხი ვართ :-( ნუთუ საინტერესოდ არავის მოეჩვენა ეს სტატია? ანუ ჩემს გარდა ყველამ იცოდით, რატომ უჭირთ სმენადაქვეითებულ ადამიანებს მეტყველება. საბოღმეთი ვართ რა
თარიღი : 16-05-2019
jora
sasaciloa es bodva
თარიღი : 15-05-2019
კუჭკუჭი
SPEECH JAMMER-ი არა კიდევ ყარყატი! ნავთ გამოლეულ ლამფასავით რომ აბლიტინებს თვალებს, ეგეც SPEECH JAMMER-ის ბრალია?
თარიღი : 15-05-2019
zombi
nacebma chauyares dondolayis sapuari sasmelshi:D
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კატეგორიის სხვა სტატიები
კორეელმა მკვლევრებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი და მისი შედეგები გამოაქვეყნეს. ექსპერიმენტის თანახმად, ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვნად ზრდის თმის ცვენის რისკს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა.
საქართველოს 34 მოქალაქე, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში დღეს ბრუნდება, ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო - კომპლექსში გაივლის.
ჯერ ისევ მწვავე ვირუსების პერიოდია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ბავშვები ხალხმრავალ გარემოს მოარიდოთ,
ცნობილია, რომ ზიკას ვირუსი ნეგატიურად მოქმედებს თავის ტვინის უჯრედებზე ჩანასახოვანი განვითარების სტადიებზე.
მწვანე ჩაი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ბლოკავს ფერმენტს, აუცილებელს სიმსივნური უჯრედების
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად