რით ვუშველოთ ჭარბოფლიანობას? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

რით ვუშველოთ ჭარბოფლიანობას?

რით ვუშველოთ ჭარბოფლიანობას?
ნორ­მა­ში ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი მუდ­მი­ვად გა­მო­ყოფს ოფლს. ნორ­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის დროს გა­მო­ი­ყო­ფა ნა­ხე­ვარ ლიტ­რამ­დე ოფლი დღე-ღა­მე­ში, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის დროს - კი ათ­ჯერ მეტი.

ჭარ­ბი ოფ­ლი­ა­ნო­ბის მი­ზე­ზებ­სა და მკურ­ნა­ლო­ბის გზებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა კლი­ნი­კა "კუ­რა­ცი­ოს" დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლო­გი მაია და­თუ­აშ­ვი­ლი:

- რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ჰი­პერ­ჰიდ­რო­ზის (ჭარ­ბი ოფ­ლი­ა­ნო­ბის) გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი?


- ჰი­პერ­ჰიდ­რო­ზი არის ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ­ლის­თვი­საც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ოფ­ლის ჭარ­ბი გა­მო­ყო­ფა. ის შე­იძ­ლე­ბა იყოს იდი­ო­პა­თი­უ­რი, პირ­ვე­ლა­დი, ან მე­ო­რა­დი, გან­ვი­თარ­დეს სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის, მე­ტა­ბო­ლუ­რი სინ­დრო­მის, სი­ცხით მიმ­დი­ნა­რე ავად­მყო­ფო­ბე­ბის ან მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ფონ­ზე.

- არის თუ არა ჰი­პერ­ჰიდ­რო­ზი
ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­ში­ში?


- ჭარ­ბოფ­ლი­ა­ნო­ბა სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშ მდგო­მა­რე­ო­ბას არ წარ­მო­ად­გენს, მაგ­რამ არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად იწ­ვევს ემო­ცი­ურ დის­ტრესს და სი­ცო­ცხლის ხა­რის­ხის, მათ შო­რის - შრო­მის უნა­რის დაქ­ვე­ი­თე­ბას, რომ­ლის ინ­ტენ­სი­ვო­ბაც უპი­რა­ტე­სად და­მო­კი­დე­ბუ­ლია ჰი­პერ­ჰიდ­რო­ზის ფორ­მა­ზე.

- არ­სე­ბობს თუ არა ჭარ­ბი ოფ­ლი­ა­ნო­ბის სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი - რო­გორ ვუმ­კურ­ნა­ლოთ ჭარბ ოფ­ლი­ა­ნო­ბას?

- თუ
ჭარ­ბოფ­ლი­ა­ნო­ბა მე­ო­რა­დია, მისი მკურ­ნა­ლო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ძი­რი­თა­დი და­ა­ვა­დე­ბის გან­კურ­ნე­ბა­ზე, პირ­ვე­ლა­დის შემ­თხვე­ვა­ში კი - ჰი­პერ­ჰიდ­რო­ზის ფორ­მა­ზე, კერ­ძოდ - ჭარ­ბოფ­ლი­ა­ნო­ბა ლო­კა­ლუ­რია თუ გე­ნე­რა­ლი­ზე­ბუ­ლი. ესენ­ცი­უ­რი, პირ­ვე­ლა­დი ჭარ­ბოფ­ლი­ა­ნო­ბის მკურ­ნა­ლო­ბა ძნე­ლია, მაგ­რამ დღეს­დღე­ო­ბით არ­სე­ბობს მკურ­ნა­ლო­ბის ისე­თი მე­თო­დე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლე­ვენ, გა­ვა­კონ­ტრო­ლოთ მდგო­მა­რე­ო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად ავა­მაღ­ლოთ პა­ცი­ენ­ტის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი.

ოდა­ბა­ნი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე და გავ­რცელ­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა ნე­ბის­მი­ე­რი ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის ჰი­პერ­ჰიდ­რო­ზის სამ­კურ­ნა­ლოდ: იღ­ლია, ტანი, ტორ­სი, სახე, ხე­ლე­ბი, ტერ­ფე­ბი, თა­ვის თმი­ა­ნი სა­ფარ­ვე­ლი, პრო­თე­ზი­რე­ბუ­ლი კი­დუ­რე­ბი, სა­ზარ­დუ­ლის მი­და­მო.კომ­პო­ნენ­ტე­ბი არე­გუ­ლი­რე­ბენ ოფ­ლის გა­მო­ყო­ფას ისე, რომ არ არ­ღვე­ვენ სა­ოფ­ლე ჯირ­კვლე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. პრე­პა­რა­ტის მოქ­მე­დე­ბას სა­ფუძ­ვე­ლად უდევს ოფ­ლის გა­მომ­ტან სა­დი­ნა­რებ­ზე გა­რე­გა­ნი სა­ცო­ბის წარ­მოქ­მნა, რის შე­დე­გა­დაც პრობ­ლე­მუ­რი ზონა მშრა­ლი რჩე­ბა, ოფ­ლის დღე­ღა­მუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა კი შარ­დით გა­მო­ი­ყო­ფა.

mkurnali.ge- რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ოდა­ბა­ნი?


- ოდა­ბა­ნი უსაფრ­თხო პრო­დუქ­ტია, რო­მე­ლიც გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია სი­ლი­კო­ნის ფორ­მუ­ლის მეშ­ვე­ო­ბით - მისი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ კა­ნის ზე­და­პირ­ზე წარ­მო­იქ­მნე­ბა დამ­ცა­ვი აპკი (ბა­რი­ე­რი) და ორ­გა­ნიზ­მი ალუ­მი­ნის ქლო­რიდს არ შე­ი­წოვს, ამი­ტომ ოდა­ბა­ნი უსაფრ­თხო სა­შუ­ა­ლე­ბად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი ხან­გრძლი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი.

- სხე­უ­ლის რო­მელ უბან­ზე არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ოდა­ბან სპრე­ის გა­მო­ყე­ნე­ბა?

- ოდა­ბან სპრეი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კა­ნის პრაქ­ტი­კუ­ლად ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ზე, მთა­ვა­რია, მო­ცე­მუ­ლი ად­გი­ლი არ იყოს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. მას იყე­ნე­ბენ ღა­მით, ძი­ლის წინ! ამ დროს ორ­გა­ნიზ­მი ყვე­ლა­ზე მე­ტა­დაა მოს­ვე­ნე­ბუ­ლი და ოფლი მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით გა­მო­ი­ყო­ფა. შე­სა­ბა­მი­სად, ოდა­ბან სპრეი უფრო ეფექ­ტუ­რად მოქ­მე­დებს დრო­ის ამ მო­ნაკ­ვეთ­ში. ოდა­ბა­ნის გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­სა­ბა­მი­სი ზო­ნის და­ბა­ნა და კარ­გად გამ­შრა­ლე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია თმის საშ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაც. საკ­მა­რი­სია პრობ­ლე­მურ ზო­ნა­ზე ერთი ან ორი მი­პ­კუ­რე­ბა. მე­ო­რე დი­ლით კი სა­ჭი­როა და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ზო­ნის გრი­ლი წყლი­თა და საპ­ნით ჩა­მო­ბა­ნა.

- რო­გორ მო­ვიქ­ცეთ ხე­ლის­გუ­ლე­ბის ჭარ­ბი ოფ­ლი­ა­ნო­ბის შემ­თხვე­ვა­ში?


- შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ ოდა­ბა­ნის სპრეი ან ლო­სი­ო­ნი. სა­ზო­გა­დოდ, ოდა­ბა­ნი თა­ვი­დან დღე­გა­მოშ­ვე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, შე­დე­გის მი­ღე­ბის შემ­დეგ კი მისი მოხ­მა­რე­ბის სიხ­ში­რე უნდა შემ­ცირ­დეს სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ - კვი­რა­ში ერთხელ, ორ­ჯერ ან უფრო იშ­ვი­ა­თად. ხე­ლის­გუ­ლე­ბის ჭარ­ბოფ­ლი­ა­ნო­ბი­სას ის უფრო ხში­რად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. რთულ შემ­თხვე­ვებ­ში ოდა­ბა­ნის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ყო­ველ ღამე შე­დე­გის მი­ღე­ბამ­დე. შე­დე­გის მი­ღე­ბას შე­საძ­ლოა დას­ჭირ­დეს რამ­დე­ნი­მე დღე ან კვი­რა.

mkurnali.ge- ხში­რად ფე­ხის გუ­ლე­ბის ჭარბ ოფ­ლი­ა­ნო­ბას უსი­ა­მოვ­ნო სუნი ერ­თვის. რო­გორ მო­ვიქ­ცეთ ამ შემ­თხვე­ვა­ში?


- ფე­ხის უსი­ა­მოვ­ნო სუ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ოდა­ბა­ნის ფე­ხის და ფეხ­საც­მლის ფხვნი­ლი, რო­მე­ლიც იყ­რე­ბა ფეხ­საც­მელ­ში, მოქ­მე­დებს ფეხ­ზეც და ფეხ­საც­მელ­ზეც. ხოლო ფე­ხის გუ­ლე­ბის ჭარ­ბი ოფ­ლი­ა­ნო­ბის დროს ზოგ­ჯერ სა­ჭი­როა კომ­ბი­ნა­ცია - ფეხ­საც­მლის ფხვნი­ლი ფეხ­საც­მელ­ში ჩა­საყ­რე­ლად + ოდა­ბან სპრეი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ღამე ძი­ლის წინ.

- რო­დე­საც ფე­ხის უსი­ა­მოვ­ნო სუნს სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა იწ­ვევს, ამ შემ­თხვე­ვა­ში თუ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ოდა­ბა­ნის ფე­ხის ფხვნი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა?


- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შე­საძ­ლე­ბე­ლია და სა­ჭი­როც. ოდა­ბა­ნის ფხვნი­ლი აქ­რობს უსი­ა­მოვ­ნო სუნს, ინარ­ჩუ­ნებს ფე­ხის სიმ­შრა­ლეს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, აქვს სო­კოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი ეფექ­ტი, უსი­ა­მოვ­ნო სუნს აშო­რებს ფეხ­საც­მელ­საც.

- სა­ჭი­რო­ებს თუ არა ოდა­ბა­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა ექი­მის რე­ცეპტს?

- ოდა­ბა­ნის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია აფ­თი­ა­ქებ­ში ექი­მის რე­ცეპ­ტის გა­რე­შე.

http://odaban.ge/

R
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 17-05-2019
ნინო
გამარჯობა, მაინტერესებს ოდაბანის გამოყენება შეიძლება თუ არა ორსულობის პერიოდში?
მსგავსი სიახლეები
ადამიანები უძველესი დროიდან ვერცხლს აღიქვამდნენ, როგორც ძვირფას და კეთილშობილ ლითონს, მაგრამ თავისი სასარგებლო თვისებების გამო ის ფასდაუდებელი აღმოჩნდა.
12-11-2018
სენტ-ლუისში ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს სპრეი, რომელიც პრეპარატს
26-12-2017
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
კატეგორიის სხვა სტატიები
"ბავშვი მოუკლავს სპეციალურად და გაჰყვა ვიღაც ბიჭს... სახლიდან წაღებული ოქრო დაულომბარდებია
კასპის რაიონის სოფელ აღაიანში 16 წლის დედამ საკუთარი შვილი გაგუდა და სახლიდან გაიქცა.
ცინცინათის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ლაბორატორიაში ღეროვანი უჯრედებისაგან ნამდვილი საყლაპავი მილი გაზარდეს.
12 მაისს მახათაზე ტაძრის კურთხევის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერი, მამუკა ბახტაძე,
ბაზარზე შესაძლებელია შეგვხვდეს სტანდარტული პრეზერვატივების სხვადასხვა ალტერნატივა. მათ შორის „ეკოლოგიური“ პროდუქტი.
მენინგოკოკური დაავადება ერთ ერთი ყველაზე საშიშ დაავადებათა რიცხვს განეკუთვნება.
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად