მენინგოკოკური დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მენინგოკოკური დაავადება

მისი გამომწვევია N. Meningitidis. ამ ბაქტერიის 12 სახეობა არსებობს, თუმცა დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა უკავშირდება A, B, C ,W, Y შტამებს

1. ბაქტერიების გავრცელებას სეზონურობაც ახასიათებთ და შემთხვევების მატება გაზაფხულსა და შემოდგომაზე ფიქსირდება. მენინგოკოკმა შეიძლება გამოიწვიოს მენინგოკოკური მენინგიტი ან მენინგოკოკცემია. მენინგოკოკური მენინგიტის შემთხვევაში სიკვდილიანობა - 9-12% , ხოლო მენინგოკოკცემიის შემთხვევაში 40% აღწევს

2. დაავადების დასაწყისი ძალიან ჰგავს გრიპით გამოწვეულ სიმპტომებს, რაც ართულებს დაავადების სწორ და დროულ დიაგნოსტირებას

3. ხშირად დიაგნოზი ისმება მაშინ, როცა ჩნდება დამახასიათებელი ინტენსიური ვარდისფერი ან მოლურჯო ელფერის გამონაყარი-სისხლჩაქცევები. დაავადება ელვის სისწრაფით შეიძლება განვითარდეს და მკურნალობის დაგვიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს პაციენტის სიკვდილი 24 საათშიც კი

4. მენინგოკოკური ინფექცია განსაკუთრებით საშიშია 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. სტატისტიკის თანახმად, მენინგოკური მენინგიტით დაავადების შემთხვევაში იღუპება ყოველი მეათე პაციენტი, 63% დაავადების დაწყებიდან პირველ 24 საათში

5. გადარჩენილთა დაახლოებით 20% -ს აღენიშნება სერიოზული გართულებები

6. სმენის დაქვეითება, მენტალური რეტარდაცია (განვითარების შეფერხება), გულყრა, დამბლა, კიდურების ამპუტაცია. თუ თქვენს შვილს აღენიშნება: მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება, ძილიანობა, მოთენთილობა, სინათლის, შეხების შიში ან თუ შენიშნეთ გამონაყარი კანზე სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. დაავადება ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი წყარო ბაქტერიის მტარებელი ადამიანია. ჯანმრთელი ადამიანების 8-25% არის მენინგოკოკის ასიმპტომური მტარებელი, რაც ნიშნავს რომ ადამიანი ინფიცირებულია მენინგოკოკით, თუმცა თვითონ არ აღენიშნება დაავადების სიმპტომები

7. მსოფლიოში მტარებლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება მოზარდებში. თანაც დაავადება აქტიურად ვრცელდება დახურულ სივრცეებში - ყაზარმებში, სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებში, ამიტომ ახალგაზრდა ასაკში დასნებოვნების რისკი საკმაოდ მაღალია

8. დაავადების თავიდან აცილების ერთერთი საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაცია, რომელიც გვიცავს ძირითადი შტამებისგან გამოწვეული მენიგოკოკური დაავადებისგან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სწორედ ვაქცინაციას მიიჩნევს დაცვის ერთერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად. ევროპის ზოგიერთ ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მენინგოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გეგმიურად ტარდება. რიგ ქვეყებში ეს აცრა სავალდებულოდ ითვლება მჭიდროდ მოსახლე პოპულაციებში: სტუდენტური საერთო საცხოვრებლები, სამხედრო ყაზარმები, მომლოცველი პილიგრიმები და ა.შ.

ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია ხელმისაწვდომია ბავშვებისთვის ( 9 თვის ასაკიდან), მოზარდებისა და მოზრდილებისთვის. დაავადების პრევენცია თავიდან აგვარიდებს მენინგოკოკური ინფექციით გამოწვეულ მძიმე შედეგებს.

1. http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs141/en/;

2. Rosenstein NE, et al. N Engl J Med. 2001;344:1378. Centers for Disease Control and Prevention (CDC). Epidemiology and Prevention of Vaccine-Preventable Diseases. 11th ed. 2009

3.Thompson MJ, et al. Lancet. 2006;367:397; 2Branco RG, et al. J Pediatr (Rio J). 2007;83(2 suppl):S46.

4. Branco RG, Amoretti CF, Tasker RC. Meningococcal disease and meningitis. J Pediatr (Rio J). 2007; 83(2 suppl):S46-S53.

5. Приказ Министерства Здравоохранения №125н от 21.03.2014 «Об утверждении национального календаря профилактических прививок и календаря прививок по эпидемиологическим показаниям»

6. Rosenstein NE et al. NEngl J Med 2001;344(18):1378-88.WHO Weekly Epidemiological Record 2002;40(77).329-40.

7. Heymann DL. In: Control of Communicable Diseases Manual. 18th ed. 2004; Stephens DS, et al. Lancet. 2007;369(9580):2196; Cushing K, Cohn A. In: VPD Surveillance Manual. 4th ed. 2008; Caugant DA, et al. FEMS Microbiol Rev. 2007;31(1):52.

8. Christensen H. Lancet Infect Dis. 2010;10(12):853; Pelton SI. Pediatr Infect Dis J. 2009;28(4):329; CDC. In: Epidemiology and Prevention of Vaccine-Preventable Diseases. (The Pink Book.) 12th ed. 2012.

SPKZ.MENID.19.04.0016

R