2) კომპიუტერი აზიანებს თქვენს მხედველობას!
არავისთვისაა ახალი, რომ კომპიუტერთან მუშაობა ვნებს მხედველობას. თუ თქვენი საქმიანობის გამო ვერ ამცირებთ კომპიუტერთან ურთიერთობის დროს, მონიტორს მაინც დაშორდით მაქსიმალურად. როდესაც მონიტორთან ახლოს ზიხართ, თვალები
3) ძილის წინ მაინც დაისვენეთ მობილური მოწყობილობებისგან!
მობილურ მოწყობილობებზე დამოკიდებულება დღეს ბევრის პრობლემაა. აუცილებლად გამორთეთ ისინი დაძინებამდე სულ მცირე ერთი საათით ადრე. თუ ამას შეძლებთ, მალევე დარწმუნდებით რა სარგებლობას მოგიტანთ ეს წესი. კომპიუტერის, ტელევიზორისა თუ მობილური მოწყობილობიდან მომავალი მავნე გამოსხივება დამღუპველად მოქმედებს არა მხოლოდ მხედველობაზე, არამედ ტვინზეც. ფსიქიკის დარღვევა და ძილის გაუარესება ცალსახად ამ მავნე გამოსხივების გავლენის შედეგია. თუ დაძლევთ მობილურ მოწყობილობებზე დამოკიდებულების დამღუპველ ჩვევას, მეტი დრო გაგიჩნდებათ დაგეგმვისა და კრეატიული აზროვნებისათვის, თუნდაც ძილის წინ ერთ საათში უამრავ სასიკეთო საქმეს მოასწრებთ, შეძლებთ გააანალიზოთ, გაშიფროთ თავს გადამხდარი და მოემზადოთ მეორე დღისთვის.
თინათინ გოცაძე