News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება თავის ტვინის სიმსივნის გამოვლენა. მას საფუძვლად უდევს 5-ამინოლევულინის მჟავა (5-ALA), რომლის მიღებაც პაციენტს ხსნარის სახით შეუძლია. ნივთიერება გროვდება მხოლოდ კიბოს უჯრედებში და ხდის მათ ხილულს ულტრაიისფერ სინათლეზე.

პრაქტიკულად ეს იმას ნიშნავს, რომ კიბოს უჯრედების არა მარტო უფრო მარტივად აღმოჩენა იქნება შესაძლებელი სკრინინგის დროს, არამედ უჯრედების განათება ქირურგებს ახალწარმონაქმნის უფრო ზუსტად მოშორების საშუალებას მისცემს ისე, რომ მისი მცირე ნაწილაკებიც კი აღარ დარჩეს.

უკვე დაიწყეს ნივთიერების გამოცდა. ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო გლიომით დაავადებულმა 99-მა ადამიანმა. ოპერაციის წინ მათ მისცეს 5-ALA ხსნარი. პაციენტების 90% პრეპარატის მიღების შემდეგ სიმსივნემ ნათება დაიწყო, რამაც გააადვილა და დააჩქარა ოპერაციის დროს ექიმების მუშაობა. მოცემულ მომენტში მეცნიერები ემზადებიან სხვა სახის კიბოზე გამოცდისთვის.

ჭრილობის შეხორცება ღამით უფრო ნელა მიმდინარეობს

ცირკადული რითმები (შინაგანი საათი) აკონტროლებს სხეულის უჯრედების მუშაობას. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დაზიანების აღდგენის პროცესებზე. კემბრიჯის უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ ფიბრობლასტები (კანის უჯრედები) სხვადასხვანაირად რეაგირებენ დღე-ღამის დროის მიხედვით.

როდესაც კანი ზიანდება, ფიბრობლასტები მიგრირებენ დაზიანებულ უბანში და გამოიყოფა აღმდგენელი ნაერთები, მათ შორის კოლაგენი. ფიბრობლასტების ფუნქციონირებისათვის საჭიროა ცილა აქტინი. მისი უკმარისობის დროს ფიბრობლასტების მოძრაობა ქვეითდება. აქტინის დონე კი უშუალოდ უკავშირდება დღე-ღამის დროს.

აქტინის დონე ღამით ქვეითდება, ისევე როგორც დაზიანების აღდგენა. ეს დაამტკიცა ექსპერიმენტმა უჯრედულ კულტურებსა და მღრღნელებზე - დილით აღდგენა 2-ჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობდა. მაგრამ შესაძლებელია უჯრედების მოტყუება განათების დონის ცვლილებით ან ფიბრობლასტებზე მოქმედი ნივთიერების შეყვანით.