News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

რომ დღეში ოთხი ჭიქა ყავის მიღებით შეიძლება როზაცეას რისკის შემცირება. ეს კანის ქრონიკული, მორეციდივე დაავადებაა, რომელიც ვლინდება სიწითლით, სახის კანის წვრილი და ზედაპირული სისხლძარღვების გაფართოებით, პაპულების, პუსტულებისა და შეშუპების განვითარებით. ყავის სიყვარულმა ანთებითი რეაქციების გამოვლენა 20%-ით შეამცირა.

ყავას ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს. ის ავიწროებს სისხლძარღვებს და ამით ამცირებს ვიზუალურ სიწითლეს. დღესდღეობით როზაცეას სამკურნალო ეფექტიანი საშუალება არ არსებობს. უკანასკნელმა კვლევამ კი დაამტკიცა, რომ კოფეინი ამ კუთხით მართლაც ქმედითია. მეცნიერებმა 82000 ჯანსაღი კანის მაგალითზე შეისწავლეს ამ ადამიანების ჯანმრთელობა და კოფეინის შემცველი სასმელების მოხმარების სიხშირე (ყავა, ჩაი, გაზიანი სასმელები, შოკოლადი). აღინიშნა უკოფეინო ყავის მიღებაც. ყველაზე კარგად თავს ისინი გრძნობდნენ, დღეში, სულ მცირე, 4 ულუფა ყავას რომ სვამდნენ. უკოფეინო ყავა კი უეფექტო იყო.

თავის თმიანი ნაწილის კანის სტიმულაცია გამელოტებას შეეწინააღმდეგება

კორეისა და ტექნოლოგიების უმაღლესი ინსტიტუტის მეცნიერებმა შეიმუშავეს დრეკადი, დიოდური ფოტოსტიმულატორი, რომელიც თავზე უნდა გაკეთდეს თმის ზრდის დასაჩქარებლად. მოწყობილობის მუშაობა თაგვებზე ექსპერიმენტით დადასტურდა.

ექსპერტებმა გამოიყენეს ულტრათხელი დრეკადი ვერტიკალური მიკროგამომსხივებელი დიოდების (LEDს) მასივი. ეს უკანასკნელი შედგება ჩიპზე განლაგებული 900 წითელი LED-ისგან და არ აღემატება ზომით საფოსტო მარკის ზომას. ამ მოწყობილობამ უნდა დაამარცხოს ალოპეცია - დაავადება, რომელიც იწვევს თმის დაკარგვას.

კანის ლაზერული სტიმულაცია მართალია ეფექტურია, მაგრამ სტანდარტული მოწყობილობა დიდია და ენერგიასაც ბევრს მოიხმარს. ახალი მოწყობილობა კი თითქმის 1000-ჯერ ნაკლებ ენერგიას იყენებს და არც ძალიან ცხელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოა კანისთვის.

ტესტირების ფარგლებში მეცნიერები პარსავდნენ თაგვებს. მოწყობილობა დღეში 15-წუთიანი გამოყენებით აჩქარებდა თმის ზრდას 20 დღის განმავლობაში. თმა იყო გრძელი, ზრდის უბანი კი ფართო.