„ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა“ - თიბისი დაზღვევის ახალი პროდუქტი.
მომხმარებლზე ზრუნვა თიბისი დაზღვევისათვის უმთავრესი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ თიბისი დაზღვევამ შეიმუშავა სამედიცინო დაზღვევის პროგრამა, რომლის მთავარი მიზანია მომხმარებლის დაცვა სხვადასხვა კრიტიკული დაავადებების აღმოჩენით განპირობებული ხარჯებისაგან.
ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა მოიცავს ისეთი დაავადებების დაზღვევას როგორიცაა: სიმსივნე, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, კორონარული არტერიების შუნტირება და სხვ.
„ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა პოლისით განსაზღვრული მძიმე დაავადების (როგორიცაა ავთვისებიანი სიმსივნე, გულ-სისხლძარღვთა დაზიანებით გამოწვეული მძიმე დაავადებები - გულის ინფარქტი, ინსულტი და ა.შ.) აღმოცენების შემთხვევაში სადაზღვევო თანხის სრული ოდენობით ანაზღაურებას მოიაზრებს და არ გულისხმობს სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებას. დაზღვეული თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, როგორ დახარჯავს თანხას“– თიბისი დაზღვევის წარმომადგენელი.
ამას გარდა, ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა ითვალისწინებს ნებისმიერი დიაგნოზისა და მკურნალობის გეგმის გადამოწმებას მსოფლიოს წამყვან კლინიკებში. ეს სერვისი მოიცავს სამედიცინო დოკუმენტაციის მომზადებას, მსოფლიოს მოწინავე კლინიკების მოძიებასა და წამყვან სპეციალისტებთან ვიდეო კონსულტაციების დაგეგმვასა და განხორციელებას.
აღნიშნული დაზღვევა ასევე ითვალისწინებს: საზღვარგარეთ შერჩეულ კლინიკაში მკურნალობის, ვიზიტისა და განთავსების ორგანიზებას, შერჩეულ ქვეყანაში ტრანსპორტირებას, დახვედრასა და გადაადგილებას, სასტუმროში განთავსებას, დანიშნული მედიკამენტების შესყიდვისა და საქართველოში დაბრუნების ორგანიზებას.
მნიშვნელოვანია, რომ ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობისას, 1-18 წლამდე შვილების დაზღვევა ანალოგიური პირობებით ხდება და დამატებითი თანხის გადახდა საჭირო არ არის, - დაეზღვიე შენ და შენი შვილებიც ავტომატურად იქნებიან დაზღვეული.
ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევის ღირებულება განსხვავდება სასურველი ასანაზღაურებელი ლიმიტის და ასაკის მიხედვით. მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს:
· მინიმალური ლიმიტი - 25 000 ₾ / 10 000 $ · მაქსიმალური ლიმიტი - 150 000 ₾ / 60 000 $
მნიშვნელოვანია ის, რომ ლიმიტი დაზღვეულს აუნაზღაურდება სრულად, რომლის განკარგვა შესაძლებელია დაზღვეულის სურვილისამებრ, ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტის წარდგენის გარეშე. სწრაფი სამედიცინო დახმარება და მკურნალობის კომპლექსური ორგანიზაცია ექსტრა დაზღვევასთან ერთად ყველაზე მარტივია. დაზღვევის შეძენა შესაძლებელია ონლაინ online.tbcinsurance.ge-ზე და თიბისი ბანკის ფილიალებში.
R