გაიგეთ, სად შეგიძლიათ ტყვიის შემცველობაზე ანალიზის გაკეთება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაიგეთ, სად შეგიძლიათ ტყვიის შემცველობაზე ანალიზის გაკეთება

6 ლაბორატორიაში კეთდება, თუმცა შესაძლოა ეს რიცხვი გაიზარდოს.

„ახლა საქართველოში 6 ლაბორატორიაა, თვენახევრის განმავლობაში დაემატება სამხარაულის ექსპერტიზის ლაბორატორია, 3 თვის განმავლობაში ალბათ დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც იქნება. ჩვენ ვქმნით ქსელს, სადაც პაციენტი მივა, იქ აიღებს სისხლს და უკვე სინჯის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი, თვითონ პაციენტმა რომ არ იაროს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

"მკურნალი.გე"-მ გაარკვია, რომელ კლინიკებშია შესაძლებელი ამ კვლევის ჩატარება. ესენია: იაშვილის კლინიკა "მედალფა", "ნეოლაბი", "ავერსის კლინიკა", "მრჩეველი", "სინევო", "ნიუ მედიქალ სერვისი – ქართულ–გერმანული ლაბორატორია".

მინისტრის თქმით, 5 მკგ/დლ-ზე პაციენტს არანაირი მკურნალობა არ სჭირდება. 40 მკგ/დლ-ზე საჭიროა კონსულტაციის ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა. "როგორც წესი, ჩვეულებრივი ტყვიის გაზრდილი რაოდენობის საპირწონე ანტაგონისტი არის რკინა-კალციუმი და ვიტამინი C. ამ ნვთიერებების შემცველი პროდუქტები უნდა მიიღონ ბავშვებმა", - აღნიშნა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, პირველად ჩატარდა ტყვიის კომპონენტის კვლევა. კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედი, ბავშვების 16%-ში კი შედარებით მაღალი მატებაა.

მინისტრის განმარტებით, კვლევის შედეგები საყურადღებოა, მაგრამ არა საპანიკო. მისი თქმით, „ეს მოსახლეობის ხელოვნურად დამშვიდება არ არის“.