ჩირი - მარხვისას სასიცოცხლოდ აუცილებელი სასარგებლო ნაერთების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების შეუცვლელი წყარო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩირი - მარხვისას სასიცოცხლოდ აუცილებელი სასარგებლო ნაერთების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების შეუცვლელი წყარო

დიდი მარხვის პერიოდში, ზამთრის ბოლოსა და გაზაფხულის დასაწყისში, ხილისა და ბოსტნეულის მწირი არჩევანისას,შეზღუდული კვების რეჟიმის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმის ტონუსის შენარჩუნება და იმუნიტეტის გაძლიერება.

გარგრის, ვაშლის, ხურმის, ქლიავის ჩირის მიღება აუცილებელია, რადგანაც ის მნიშვნელოვანიპროტეინებით, ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით ამარაგებს ორგანიზმს.

mkurnali.geჩირის სხვადასხვა სახეობა სასარგებლოა ადამიანისთვის ვიტამინების,ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მჟავების, მინერალებისა და ყოველდღიური რაციონისთვის აუცილებელი სხვა სასარგებლო ნაერთების მაღალი შემცველობის გამო. თითოეული სახის ჩირში სასარგებლო ნივთიერებების კომპლექსი სხვადასხვაა, მაგრამ უცვლელია გლუკოზის, ფრუქტოზის, მინერალების, ორგანული მჟავების, პექტინის, В, А, РР, C ვიტამინების მაღალი შემცველობა.

ჩირი ძალიან სასარგებლოა მასში არსებული მინერალური ელემენტების წყალობითაც. მათ შორისაა კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, იოდი, ფოსფორი, რკინა, ნატრიუმი. ჩირი თავად ბუნებისგან ბოძებული სასარგებლო და გემრიელი „აბია“. არომატული ჩირი ანემიის, ავიტამინოზის ან დეპრესიისგან თავის დასაღწევი საუკეთესო საშუალებაა.

ჩირის სასარგებლო მოქმედება განპირობებულია არა მარტო ვიტამინებით, მინერალებით ან ნახშირწყლებით, არამედ ხილში არსებული ფიტონუტრიენტებითაც. აღნიშნული ნაერთები მიეკუთვნება ანტიოქსიდანტების კატეგორიას. ეს უკანასკნელი ეხმარება ორგანიზმს იმუნიტეტის ამაღლებასა და ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკაში.

mkurnali.geჩირში არსებული კალციუმი აუცილებელია თმის, ფრჩხილების, ძვლების სილამაზისთვის. მაგნიუმი და კალიუმი დადებით გავლენას ახდენს გულ-სისხძარღვთა და ნერვულ სისტემაზე, რკინა სასიცოცხლოდ აუცილებელია სისხლწარმოქმნის პროცესის ნორმალურიწარმართვისთვის. უჯრედისი ხელს უწყობს კუჭისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას.

ჩირის შემცველი ნახშირწყლები სწრაფად იწოვება სისხლში, რის შემდეგაც ცენტრალური ნერვული სისტემა ღებულობს დანაყრების სიგნალს, რაც მადის რეგულირებაში ეხმარება ორგანიზმს.

ბავშვებისთვის და მათთვის, ვინც წონას აკონტროლებს, იდეალური დესერტია შოკოლადიანი ჩირი.

ქლიავის, გარგრის, ლეღვის შოკოლადიანიჩირი საღებავებისა და არომატიზატორებისაგან სუფთა, სასარგებლო კანფეტებია, რომელიც ორგანიზმს ავსებს მნიშვნელოვანიმიკროელმენტებითა და ვიტამინებით.

მნიშვნელოვანია ხარისხიანი ჩირის შეძენა. გარგრის, ვაშლის, ხურმის, ქლიავის ასეთჩირებს, მხოლოდ ნატურალური დამუშავებით, აწარმოებს „ჩიკორი“, რომელიც გარეცხილი, სუფთა პირობებშია დამზადებული და მისართმევად მზა პროდუქტია.

R