სიახლეები

საბავშვო ბაღში მოწამლული 23 ბავშვი საავადმყოფოში რჩება

საბავშვო ბაღში მოწამლული 23 ბავშვი საავადმყოფოში რჩება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში მოწამლული 23 ბავშვი საავადმყოფოში რჩება. 13 აღსაზრდელი ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული, 10 კი თელავის რეფერალურ კლინიკაში. ექიმების თქმით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებია, თუმცა ღამის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეში იქნებიან.

ბავშვები ცოტა ხნის წინ, კახეთის გუბერნატორის მოადგილემ მოინახულა. ირაკლი შიოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,რომ აღებულია ყველა საჭირო ნიმუში,რათა დროულად მოხდეს, მოწამვლის გამომწვევი მიზეზის დადგენა.

"აღებულია ყველა ნიმუში, ჰაერის წყლის და საკვების. ველოდებით დასკვნას, თუ რამ გამოიწვია ბავშვების ინტოქსიკაცია, რის შემდეგაც გატარებული იქნება მთელი რიგი ღონისძიებები. ბაღში ამ პერიოდის
განმავლობაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია", - აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

თელავის ბაღების გაერთიანებაში მომხდარის მიზეზზე საუბარი უჭირთ. გაერთიანების ხელმძღვანელი, თინიკო ხანჯალიაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნულ ბაღში შეტანილი საკვები ვარგისი იყო და იგივე პროდუქციით მომარაგდა მუნიციპალიტეტში შემავალი ყველა სხვა ბაღიც.
მსგავსი სიახლეები
ცნობილი რეჟისორი გიორგი დანელია ჰოსპიტალიზებულია. ოჯახის წევრების განცხადებით, 89 წლის რეჟისორის
24-02-2019
თოქ-შოუ "პროფილის" ავტორმა, ტელეჟურნალისტმა მაია ასათიანმა თავის "ფეისბუქგვერდზე"
07-02-2019