წნევის დამწევი რამდენიმე დასახელების პრეპარატი ამერიკის სააფთიაქო ქსელიდანაც ამოიღეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წნევის დამწევი რამდენიმე დასახელების პრეპარატი ამერიკის სააფთიაქო ქსელიდანაც ამოიღეს

მედიკამენტების რეგისტრაციას. საუბარი ამ ჯგუფის მედიკამენტებში საეჭვო ნივთიერებების არსებობის შესახებ უკვე თვეებია მიმდინარეობს მსოფლიოს სააფთიაქო ბაზარზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საჭირო იყო გარკვეული კვლევები და დაკვირვება. ახლა კი ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მითითებით მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება.

წაიკითხეთ:

წამლის სააგენტომ ჰიპერტენზიის სამკურნალო წამლების ნაწილის გაყიდვა შეაჩერა

Usatoday.com ცოტა ხნის წინ კვლავ იტყობინებოდა, რომ სამმა ფარმაცევტულმა კომპანიამ უკან გაიწვია ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტების 126 პარტია, რადგან მათში შესაძლო კანცეროგენების მცირე რაოდენობა იქნა აღმოჩენილი.

AurobindoPharma USA აღნიშნავდა, რომ ვალსარტანი და ვალსარტანისა და ამლოდიპინის კომბინაცია შეიცავდა სავარაუდო კანცეროგენის N-ნიტროზოდიეთილამინის იმავე NDEA-ს უმნიშვნელო რაოდენობას. მისი შეტყობინება გამოქვეყნდა წამლებისა და პროდუქტების მართვის სამმართველოს ვებ-გვერდზე.

AurobindoPharma-ს განცხადებით 40, 80, 160 და 320 დოზიანი პრეპარატები აფთიაქებში უკვე გავრცელებული იყო AurobindoPharma USA და Acetris Health LLC დაფასოებით.

Camber Pharmaceuticals -მა უკან გაიწვია 87 პარტია ლოზარტანი, რომელიც შეიცავდა N-ნიტროზო-N-მეთილ -4-ამინო-ცხიმოვან მჟავას ანუ NMBA. გაწვეული იქნა 25, 50 და 100 მგ-იანი აბები, რომლებიც სააფთიაქო ქსელში უკვე გავრცელებული იყო.

პრეპარატი დაფასოებული იყო ბოთლებში.

მედიკოსები პაცეინტებს ურჩევენ, რომ კონსულტაცია გაიარონ თავიანთ ექიმებთან, ვიდრე შეწყვეტენ რომელიმე ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის მიღებას.

ამ პრეპარატების აქტიური ნივთიერება დამზადებული იყო ინდოეთში ერთ-ერთ ფარმაცევტულ ფაბრიკაში, Hetero Labs Limited.

ბოლო თვეების განმავლობაში იყო ათამდე გამოხმაურება წნევის დამწევ და გულის პრეპარატებზე - ლოზარტანი, ვალსარტანი და ირბესარტანი, რომლებშიც აღმოჩენილი იქნა შესაძლო კანცეროგენების კვალი.

ეს ჩამოთვლილი მედიკამენტები მიეკუთვნებიან ანგიოტენზინ 2 რეცეპტორების ბლოკერებს.

რომელ პრეპარატებს შეუჩერებს რეგისტრაციას ჩვენი წამლის სააგენტო, ამ ინფორმაციას ალბათ მალე შევიტყობთ. მანამდე კი ვურჩევთ ყველა მკითხველს, ვინც ამ ჯგუფის პრეპარატებს მოიხმარს, ნუ შეწყვეტთ პრეპარატის მიღებას ექიმთან კონსულტაციის გარეშე! წამლის მიღების შეწყვეტამ შეიძლება გაცილებით დიდი ზიანი მოგაყენოთ, ვიდრე საეჭვო ნივთიერების იმ მიკროსკოპულმა რაოდენობამ, რაც მასში შესაძლოა შედიოდეს. ასე რომ, ნუ მიიღებთ თვითნებურ გადაწყვეტილებებს!

წყარო