წამლის სააგენტომ ჰიპერტენზიის სამკურნალო წამლების ნაწილის გაყიდვა შეაჩერა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წამლის სააგენტომ ჰიპერტენზიის სამკურნალო წამლების ნაწილის გაყიდვა შეაჩერა

გადაწყვეტილება ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ახალ რეკომენდაციაზე დაყრდნობით მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას წამლის სააგენტო ავრცელებს.

ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ახალი რეკომენდაციის მიხედვით, განისაზღვრა გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც სარტანების შემცველი მედიკამენტების მწარმოებლებმა უნდა უზრუნველყონ წარმოების პროცესში საჭირო ცვლილებების შეტანა, ასევე ანალიზის მეთოდების დამუშავება.

სააგენტოში განმარტავენ, რომ ამ მინარევის შემცველი მედიკამენტის გამოყენება არ არის მყისიერი რისკის მატარებელი, თუმცა სააგენტო პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს.

"პრეპარატებზე შესაძლო დროებითი ფიზიკური ხელმიუწვდომლობით გამოწვეული უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, პაციენტებს ვთხოვთ დროულად მიმართონ ექიმს დანიშნული პრეპარატების შესაცვლელად.

სარტანების შემცველ იმპორტირებული პრეპარატების, კონკრეტულ სერიაში მინარევების არარსებობის, ან დადგენილ ზღვრებში არსებობის შემთხვევაში, რაც დადასტურებული უნდა იყოს ლაბორატორიული კვლევებით, სერიის რეალიზაცია იქნება ნებადართული. პრეპარატების სარეგისტრაციო დოსიეში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მედიკამენტების რეგისტრაცია იქნება აღდგენილი", - აცხადებენ წამლის სააგენტოში.

დეტალური ინფორმაცია შეჩერებული მედიკამენტების შესახებ გამოქვეყნდება, ასევე დაეგზავნებათ სავაჭრო ლიცენზიის მფლობელებს, დისტრიბუტორებს და შემოსავლების სამსახურს.

სარტანები მიეკუთვნება ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტებს.