წამლის სააგენტომ ჰიპერტენზიის სამკურნალო წამლების ნაწილის გაყიდვა შეაჩერა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

წამლის სააგენტომ ჰიპერტენზიის სამკურნალო წამლების ნაწილის გაყიდვა შეაჩერა

წამლის სააგენტომ ჰიპერტენზიის სამკურნალო წამლების ნაწილის გაყიდვა შეაჩერა
წამლის სააგენტო სარტანების შემცველი მედიკამენტების რეგისტრაციას დროებით შეაჩერებს. გადაწყვეტილება ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ახალ რეკომენდაციაზე დაყრდნობით მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას წამლის სააგენტო ავრცელებს.

ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ახალი რეკომენდაციის მიხედვით, განისაზღვრა გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც სარტანების შემცველი მედიკამენტების მწარმოებლებმა უნდა უზრუნველყონ წარმოების პროცესში საჭირო ცვლილებების შეტანა, ასევე ანალიზის მეთოდების დამუშავება.

სააგენტოში განმარტავენ, რომ ამ მინარევის შემცველი მედიკამენტის გამოყენება არ არის მყისიერი რისკის მატარებელი, თუმცა სააგენტო პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს.

"პრეპარატებზე შესაძლო დროებითი ფიზიკური ხელმიუწვდომლობით გამოწვეული უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, პაციენტებს ვთხოვთ დროულად მიმართონ
ექიმს დანიშნული პრეპარატების შესაცვლელად.

სარტანების შემცველ იმპორტირებული პრეპარატების, კონკრეტულ სერიაში მინარევების არარსებობის, ან დადგენილ ზღვრებში არსებობის შემთხვევაში, რაც დადასტურებული უნდა იყოს ლაბორატორიული კვლევებით, სერიის რეალიზაცია იქნება ნებადართული. პრეპარატების სარეგისტრაციო დოსიეში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,
მედიკამენტების რეგისტრაცია იქნება აღდგენილი", - აცხადებენ წამლის სააგენტოში.

დეტალური ინფორმაცია შეჩერებული მედიკამენტების შესახებ გამოქვეყნდება, ასევე დაეგზავნებათ სავაჭრო ლიცენზიის მფლობელებს, დისტრიბუტორებს და შემოსავლების სამსახურს.

სარტანები მიეკუთვნება ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტებს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
საქართველოს წამლის სააგენტო ავრცელებს ცნობას იმის შესახებ, რომ შეაჩერებს სარტანების შემცველი
01-04-2019
არტერიული ჰიპერტენზია საშიშია სწორედ თანმხლებ გართულებათა გამო, რომლებიც არცთუ იშვიათად ფატალურია.
28-09-2018
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
ბევრი ადამიანი ინტერნეტით უკვეთავს საკვებს და ახორციელებს ონლაინ შესყიდვებს. ექსპერტების აზრით, უახლოეს
დეა პაპასკირი: პლასტიკური ქირურგი, მედიცინის დოქტორი და კლინიკა „დეამედის“ დამფუძნებელი,
ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შესატანი ცვლილებების მიხედვით, პენსიონერებს,
მეცნიერებმა ბრაზილიური ობობას შხამის საფუძველზე შექმნეს პოტენციის ასამაღლებელი ახალი გელი.
5-6 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო "შერატონი ბათუმი" საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის
ოფიციალურ ღონისძიებაზე, გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად