News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ახალი ექსპერიმენტული ანტიბიოტიკი - G0775, რომელიც ძირითადად გრამუარყოფით ბაქტერიებს ანადგურებს. ცნობილია, რომ გრამდადებით ბაქტერებს გააჩნიათ ერთშრიანი უჯრედული მემბრანა. ის შეიცავს პეპტიდოგლიკანს - ჰეტეროპოლიმერს, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია ბაქტერიის უჯრედის კედლისთვის. ბევრი ანტიბიოტიკი, მათ შორის პენიცილინი, ამუხრუჭებს პეპტიდოგლიკანის სინთეზს, რითაც უჯრედის სიკვდილს იწვევს.

თავის მხრივ, გრამუარყოფითი ბაქტერიები მნიშვნელოვნად განსხვავდება - უჯრედული მემბრანა ჩაკეტილია ორ არამკვრივ შრეს შორის. გარეთა მხრიდან მას ფარავს დამატებითი ლიპოპოლისაქარიდული შრე, რის გამოც მემბრანისკენ გზა ჩაკეტილია. სპეციალისტებმა მოიფიქრეს, როგორ აუარონ გვერდი ამ დაცვას.

ისინი გარკვეულ როლს ანიჭებენ არილომიცინებს. აღნიშნული მოლეკულები ამუხრუჭებენ მნიშვნელოვან, პირველი ტიპის ბაქტერიულ სასიგნალო პეპტიდაზას - ახალ სამიზნეს ანტიბიოტიკურ თერაპიაში. ამგვარი მიდგომით შესაძლებელი გახდება მყარ პათოგენებზე გამარჯვება.

პეპტიდაზა ფერმენტია, რომელიც აძლიერებს ცილების მოლეკულებიდან ამინომჟავების მოშორებას. სპეციალისტებმა არილომიცინის ოპტიმიზაციით მიიღეს G0775. აღნიშნული მოლეკულა ადვილად აღწევს ბაქტერიის გარეთა მემბრანაში.

„ჭკვიან მუზარადს“ ჩვეულებრივი ადამიანის პროფესიონალ ექიმად გარდაქმნა შეუძლია

მოუმზადებელ ადამიანსაც შეეძლება კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. მეცნიერებმა შექმნეს სისტემა, რომელიც ექიმებს ავარიის ადგილზე პირველი სამედიცინო დახმარების აღმომჩენი ადამიანების მოქმედების მართვის შესაძლებლობას მისცემს. სისტემა წარმოადგენს მუზარადს, ინსტრუქციის მიმღები გამოსახულების სტაბილიზაციით და დრონით, რომელიც ოპერატორთან გამოსახულების გადაცემაზეა პასუხისმგებელი.

სისტემის შემქმნელები ამას იმით ხსნიან, რომ ხშირად ადამიანები სერიოზულ ტრავმებს ღებულობენ სამედიცინო დაწესებულებებიდან შორს. ასეთ სიტუაციაში პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გამვლელების მხრებზე გადადის. რომ არ დამძიმდეს დაზარალებულის მდგომარეობა, აუცილებელია სწორი მიდგომა, რასაც სისტემა უზრუნველყოფს. სატელეფონო კავშირისგან განსხვავებით, ის უფრო თვალსაჩინო და გასაგებ ინსტრუქციებს იძლევა.

მუზარადი ღებულობს და გადასცემს გამოსახულებას. სპეციალისტი ადებს ადამიანის თვალების წინ გამოსახულებაზე, დაზიანებულის სხეულზე, წარწერებს, ხაზებს ან სამედიცინო ინსტრუმენტებს, რომელთა გამოყენებაც საჭიროა. თავის მხრივ დრონი თავსდება ორივე ადამიანის (დაზარალებული და დამხმარე) ზევით და გადასცემს ოპერატორის ეკრანზე გამოსახულებას, რომელიც პაციენტის მთელი სხეულისა და გარემოს დანახვის საშუალებას იძლევა.

აღმოჩენილია ახალი, ცხიმების უსაფრთხოდ დამწველი საშუალება

გერმანელმა მკვლევრებმა ტრადიციული ჩინური მედიცინის არსენალიდან წამლის მცენარეული ინგრედიენტი შეისწავლეს, რომელიც შეიძლება სიმსუქნის საწინააღმდეგო საშუალება გახდეს. მათ ყურადღება გაამახვილეს ცელასტროლზე. ეს ნაერთი ხელს უწყობს წონის მნიშვნელოვან კლებას და დიაბეტით დაავადებული თაგვების მდგომარეობას აუმჯობესებს.

ბევრი ადამიანი წონას იმატებს შიმშილის გრძნობის დაქვეითების გამო. საქმე ისაა, რომ ჰორმონი ლეპტინი აღარ მუშაობს.

ექსპერიმენტის ფარგლებში ნაჩვენები იყო, რომ ნაერთი შერჩევითად ააქტიურებს თავის ტვინის გარკვეულ ცენტრებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ წონის კონტროლში. ამგვარად, ცელასტროლი აღადგენს ლეპტინის მგრძნობელობას და აძლიერებს სიმაძღრის შეგრძნებას.

მაგალითისთვის, მეცნიერებმა აღნიშნეს ჭარბწონიან ცხოველთა კვებითი ქცევის მნიშვნელოვანი ცვლილება - ისინი ჩვეულებრივზე გაცილებით ნაკლებს მიირთმევდნენ. საშუალოდ, წონის კლება კვირაში სხეულის მასის 10%-ს შეადგენდა, რადგანაც ადამიანებისა და თაგვების ჰორმონი ლეპტინი იდენტურია, ნაერთი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს.

რითია საშიში მხიარულების ჰორმონის სიჭარბე

სეროტონინი მხიარულების ჰორმონადაა ცნობილი. თუმცა, მისმა პროფიციტმა შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. მედიკოსები საუბრობენ სეროტონინურ სინდრომზე. მისი სიმტომებია: არაჯანსაღი ემოციური აღგზნება, პანიკის შეტევები, მომატებული შფოთვა, ჰალუცინაციები. ამის მიზეზი თავის ტვინის მუშაობის დარღვევაა. სეროტონინი მოქმედებს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე, რომელიც აკონტროლებს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემისა და ორგანოთა მუშაობას. შედეგად შესაძლებელია კიდურების მგრძნობელობის დაკარგვა, ღებინება, შაკიკი, ზედმეტი ოფლიანობა, გულისრევა, ლორწოვანი გარსების სიმშრალე, დიარეა, სუნთქვის გაუარესება.

სეროტონინის სიჭარბისას აღინიშნება ხელების ან ფეხების მსუბუქი ტრემორიც, ეპილეფსიისმაგვარი შეტევები, თვალების უნებლიე მოძრაობა, მეტყველების გაურესება.

სპეციალისტების თქმით, ორგანიზმში სეროტონინის სიჭარბე შესაძლებელია აღინიშნოს ანტიდეპრესანტების, ნარკოტიკების ჭარბად მიღებისას სხვა პრეპარატებთან ერთად.