News - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

News

News
გამომგონებლებმა ახალი თაობის უნიკალური ანტიბიოტიკი წარმოადგინეს ბიოტექნოლოგიურმა კორპორაციამ Genentech წარმოადგინა ახალი ექსპერიმენტული ანტიბიოტიკი - G0775, რომელიც ძირითადად გრამუარყოფით ბაქტერიებს ანადგურებს. ცნობილია, რომ გრამდადებით ბაქტერებს გააჩნიათ ერთშრიანი უჯრედული მემბრანა. ის შეიცავს პეპტიდოგლიკანს - ჰეტეროპოლიმერს, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია ბაქტერიის უჯრედის კედლისთვის. ბევრი ანტიბიოტიკი, მათ შორის პენიცილინი, ამუხრუჭებს პეპტიდოგლიკანის სინთეზს, რითაც უჯრედის სიკვდილს იწვევს.

თავის მხრივ, გრამუარყოფითი ბაქტერიები მნიშვნელოვნად განსხვავდება - უჯრედული მემბრანა ჩაკეტილია ორ არამკვრივ შრეს შორის. გარეთა მხრიდან მას ფარავს დამატებითი ლიპოპოლისაქარიდული შრე, რის გ
ამოც მემბრანისკენ გზა ჩაკეტილია. სპეციალისტებმა მოიფიქრეს, როგორ აუარონ გვერდი ამ დაცვას.

ისინი გარკვეულ როლს ანიჭებენ არილომიცინებს. აღნიშნული მოლეკულები ამუხრუჭებენ მნიშვნელოვან, პირველი ტიპის ბაქტერიულ სასიგნალო პეპტიდაზას - ახალ სამიზნეს ანტიბიოტიკურ თერაპიაში. ამგვარი მიდგომით შესაძლებელი გახდება მყარ პათოგენებზე გამარჯვება.

პეპტიდაზა ფერმენტია, რომელიც აძლიერებს ცილების მოლეკულებიდან ამინომჟავების მოშორებას. სპეციალისტებმა არილომიცინის ოპტიმიზაციით მიიღეს G0775. აღნიშნული მოლეკულა ადვილად აღწევს
ბაქტერიის გარეთა მემბრანაში.


„ჭკვიან მუზარადს“ ჩვეულებრივი ადამიანის პროფესიონალ ექიმად გარდაქმნა შეუძლია

მოუმზადებელ ადამიანსაც შეეძლება კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. მეცნიერებმა შექმნეს სისტემა, რომელიც ექიმებს ავარიის ადგილზე პირველი სამედიცინო დახმარების აღმომჩენი ადამიანების მოქმედების მართვის შესაძლებლობას მისცემს. სისტემა წარმოადგენს მუზარადს, ინსტრუქციის მიმღები გამოსახულების სტაბილიზაციით და დრონით, რომელიც ოპერატორთან გამოსახულების გადაცემაზეა პასუხისმგებელი.

სისტემის შემქმნელები ამას იმით ხსნიან, რომ ხშირად ადამიანები სერიოზულ ტრავმებს ღებულობენ სამედიცინო დაწესებულებებიდან შორს. ასეთ სიტუაციაში პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გამვლელების მხრებზე გადადის. რომ არ დამძიმდეს დაზარალებულის მდგომარეობა, აუცილებელია სწორი მიდგომა, რასაც სისტემა უზრუნველყოფს. სატელეფონო კავშირისგან განსხვავებით, ის უფრო თვალსაჩინო და გასაგებ ინსტრუქციებს იძლევა.

მუზარადი ღებულობს და გადასცემს გამოსახულებას. სპეციალისტი ადებს ადამიანის თვალების წინ გამოსახულებაზე, დაზიანებულის სხეულზე, წარწერებს, ხაზებს ან სამედიცინო ინსტრუმენტებს, რომელთა გამოყენებაც საჭიროა. თავის მხრივ დრონი თავსდება ორივე ადამიანის (დაზარალებული და დამხმარე) ზევით და გადასცემს ოპერატორის ეკრანზე გამოსახულებას, რომელიც პაციენტის მთელი სხეულისა და გარემოს დანახვის საშუალებას იძლევა.


აღმოჩენილია ახალი, ცხიმების უსაფრთხოდ დამწველი საშუალება

გერმანელმა მკვლევრებმა ტრადიციული ჩინური მედიცინის არსენალიდან წამლის მცენარეული ინგრედიენტი შეისწავლეს, რომელიც შეიძლება სიმსუქნის საწინააღმდეგო საშუალება გახდეს. მათ ყურადღება გაამახვილეს ცელასტროლზე. ეს ნაერთი ხელს უწყობს წონის მნიშვნელოვან კლებას და დიაბეტით დაავადებული თაგვების მდგომარეობას აუმჯობესებს.

ბევრი ადამიანი წონას იმატებს შიმშილის გრძნობის დაქვეითების გამო. საქმე ისაა, რომ ჰორმონი ლეპტინი აღარ მუშაობს.

ექსპერიმენტის ფარგლებში ნაჩვენები იყო, რომ ნაერთი შერჩევითად ააქტიურებს თავის ტვინის გარკვეულ ცენტრებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ წონის კონტროლში. ამგვარად, ცელასტროლი აღადგენს ლეპტინის მგრძნობელობას და აძლიერებს სიმაძღრის შეგრძნებას.

მაგალითისთვის, მეცნიერებმა აღნიშნეს ჭარბწონიან ცხოველთა კვებითი ქცევის მნიშვნელოვანი ცვლილება - ისინი ჩვეულებრივზე გაცილებით ნაკლებს მიირთმევდნენ. საშუალოდ, წონის კლება კვირაში სხეულის მასის 10%-ს შეადგენდა, რადგანაც ადამიანებისა და თაგვების ჰორმონი ლეპტინი იდენტურია, ნაერთი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს.


რითია საშიში მხიარულების ჰორმონის სიჭარბე


სეროტონინი მხიარულების ჰორმონადაა ცნობილი. თუმცა, მისმა პროფიციტმა შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. მედიკოსები საუბრობენ სეროტონინურ სინდრომზე. მისი სიმტომებია: არაჯანსაღი ემოციური აღგზნება, პანიკის შეტევები, მომატებული შფოთვა, ჰალუცინაციები. ამის მიზეზი თავის ტვინის მუშაობის დარღვევაა. სეროტონინი მოქმედებს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე, რომელიც აკონტროლებს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემისა და ორგანოთა მუშაობას. შედეგად შესაძლებელია კიდურების მგრძნობელობის დაკარგვა, ღებინება, შაკიკი, ზედმეტი ოფლიანობა, გულისრევა, ლორწოვანი გარსების სიმშრალე, დიარეა, სუნთქვის გაუარესება.

სეროტონინის სიჭარბისას აღინიშნება ხელების ან ფეხების მსუბუქი ტრემორიც, ეპილეფსიისმაგვარი შეტევები, თვალების უნებლიე მოძრაობა, მეტყველების გაურესება.

სპეციალისტების თქმით, ორგანიზმში სეროტონინის სიჭარბე შესაძლებელია აღინიშნოს ანტიდეპრესანტების, ნარკოტიკების ჭარბად მიღებისას სხვა პრეპარატებთან ერთად.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
მეცნიერებმა გამოიგონეს ახალი ანტიბიოტიკი კედარციდინი, რომელსაც ბაქტერიისა და კიბოს
02-06-2019
კრაზანას შხამი უძლიერესი ანტიბიოტიკის შემცველია
05-02-2019
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტებმა შექმნეს ახალი სახის ანტიბიოტიკი, რომელსაც
31-01-2019
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ბრიტანელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ყნოსვის ტესტი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ნევროლოგიური მდგომარეობების,
მკურნალის რედაქცია გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს და ბედნიერებას!
პენსილვანიის უნივერსიტეტმა, 17 კვლევის შედეგების ანალიზით დაამტკიცა,
სოციალური პასუხისმგებლობა “ავერსისთვის” პრიორიტეტული მიმართულებაა, ამიტომ, დღიდან დაარსებისა,
სამედიცინო სფერო მრავალმხრივია, შესაბამისად,მის განვითარებაში განსაკუთრებული როლი აქვს როგორც ადამიანურ რესურსს, ისე ტექნოლოგიას.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად