რითია სახიფათო პესტიციდები
ახდენს ნაწლავის მიკროფლორაში დარღვევების ინიცირებას.
ქლორპირიფოსი გამოიყენება XIX საუკუნის ბოლოდან. მეცნიერები ადამიანის წონაზე მის გავლენასთან დაკავშირებით უკვე საუბრობდნენ. ახლა კი გამოვლინდა მექანიზმი, რის გამოც ხდება წონაში მატება.
ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერები პესტიციდებს უმატებდნენ ვირთხების საკვებსა და წყალში. აღმოჩნდა, რომ ნაერთი არღვევდა ნაწლავის მთლიანობასა და ბარიერულ ფუნქციას. შედეგად საშიში ტოქსინი ღრმად აღწევდა სხეულში, იწვევდა ანთებას, ინსულინისადმი რეზისტენტობას (საყურადღებოა დიაბეტის განვითარების თვალსაზრისით) და სიმსუქნეს.
ამასთან, ნაწლავის მიკროფლორის შემადგენლობაც იცვლებოდა - გაიზარდა ტოქსინების მოქმედებისადმი მდგრადი ბაქტერიების პროცენტი. აღნიშნული ბაქტერიები თავისთავად იწვევდა სიმსუქნის რისკის მატებას ბაქტერიული ბალანსის დარღვევის ხარჯზე. გენეტიკური განწყობა და კვების რაციონის ცვლილება სურათს არ ცვლიდა.
ლალი ჩხიკვაძე