ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან სამი ადამიანი გადმოვარდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან სამი ადამიანი გადმოვარდა

ერთი ადგილზე დაიღუპა და ორი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მუშები აღნიშნულ შენობაში სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ და სიმაღლიდან ჩამოცვივდნენ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი კიდევ ერთი მამაკაცი "ამტელ ჰოსპიტალში" გარდაიცვალა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კლინიკის დირექტორმა ლაშა მაჭარაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მამაკაცი კლინიკაში შეყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა. იგი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა ჰქონდა.

რაც შეეხება მშენებლობიდან ჩამოვარდნილ კიდევ ერთ მამაკაცს, მას ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის თეონა ხუჭუას თქმით, პაციენტი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"დაზიანებულია თირკმელი, ღვიძლი, სერიოზული ტრავმულ–ჰომორაგიული შოკია. ახლახანს დასრულდა ოპერაცია და პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება", - განაცხადა ხუჭუამ და დასძინა, რომ პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.