რას უშავებს ფასტფუდი ადამიანის სხეულს
შეიძლება ძალიან სწრაფად გამოიწვიოს უარყოფითი ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა სისტემაში - სისხლძარღვების ელასტიკურობის დაქვეითება.
ჩატარდა ორი კვლევა და ორივე მათგანი მიუთითებდა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ცალსახა მავნებლობაზე. როგორც აღმოჩნდა, მათ ასევე გააჩნია დამჟანგავი თვისება. კვლევის ფარგლებში, ლაბორატორიულ თაგვებს კვებავდნენ დაბალანსებული საკვებით ან ამყოფებდნენ დასავლეთის დიეტაზე (ბევრი ცხიმი, ნახშირწყლები, ნაკლები ცილა, უპირატესად ფასტფუდი).
მეორე ჯგუფის მღრღნელების სისხლძარღვებმა სწრაფად დაკარგა ელასტიკურობა. თავის მხრივ, ადამიანის ენდოთელური უჯრედების (სისხლძარღვების ამომფენი უჯრედები) შესწავლამ აჩვენა, რომ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები ამკვირვებდა და ასქელებდა უჯრედის მემბრანას. შედეგად უარყოფითი ეფექტი ძლიერდებოდა.
ამასთან საკამარისი იყო მცირე რაოდენობით დამჟანგავი დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები, რომ უჯრედის მემბრანა უარესობისკენ შეეცვალა. ცნობილია, რომ დამჟანგავი დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები ხელს უწყობს თრომბების წარმოქმნასა და სისხლძარღვების დახშობას.
ლალი ჩხიკვაძე