რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები გრიპის მკურნალობის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები გრიპის მკურნალობის დროს

მედიკოსები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამის მიზეზი არაადეკვატური მკურნალობაა. ბევრი შეცდომით იწყებს ანტიბიოტიკების მიღებას. გრიპი ვირუსული დაავადებაა და ანტიბიოტიკები ამ შემთხვევაში უბრალოდ არაეფექტურია და თანაც ანადგურებს იმუნიტეტის საფუძველს - სასარგებლო მიკროფლორას.

გრიპით დაავადებულები იშვიათად მიმართავენ ექიმს. გრიპმა შეიძლება გართულებების გარეშე ჩაიაროს, მაგრამ შესაძლებელია ლეტალური გამოსავლით დასრულდეს. მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია განსაზღვროს დაავადების სიმძიმის ხარისხი და დანიშნოს სწორი თერაპია. გარდა ამისა, სიმპტომებით გრიპი შეიძლება ზოგიერთი სხვა დაავადების მსგავსად მიმდინარეობდეს, რომელთაც სრულიად განსხვავებული მკურნალობა ესაჭიროება.

გრიპის სამკურნალოდ მხოლოდ სპეციალური ანტივირუსული საშუალებებია ეფექტური, რომლებიც რამდენადმე ამცირებენ გართულებების რისკს. ისინი განსაკუთრებით ეფექტურია დაავადების პირველ-მეორე დღეს.

პაციენტები, ხშირად დარწმუნებულები არიან, რომ ორგანიზმი თავად შეძლებს გრიპთან გამკლავებას და არ ითვალისწინებენ რთულ იმუნურ რეაქციას. გრიპთან ბრძოლა იმდენ ძალებს საჭიროებს, რომ იზრდება სხვა ინფექციებისა და გართულებების განვითარების რისკი.

არ შეიძლება გრიპის ვირუსით დასნებოვნებულის სიარული სამსახურსა და საზოგადოებრივ ადგილებში. ეს არა მარტო დაავადების გავრცელებისთვისაა საშიში, არამედ დასუსტებული ორგანიზმის პირობებში, თანდართული ინფექციების განვითარებასაც უწყობს ხელს.

ლალი ჩხიკვაძე